We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რამდენად საშიშია მზე: 5 მნიშვნელოვანი ფაქტი გარუჯვის შესახებ

_from blog_:
_April_ 26, 2016
_by_ Anika
რას აღნიშნავს SPF და რა ფუნქცია აქვს მას? - მზისგანდამცავი ფაქტორი, ეს პირობითი საზომი ერთეულია. ის მიუთითებს, თუ რამდენი დროით მეტი ხანი შეუძლია კანს იყოს მზეზე ისე, რომ ზიანი არ განიცადოს მზისგანდამცავი საცხის დახმარებით. დავაზუსტოთ: თუ კონკრეტულ ადამიანს დაუცველ კანზე სიწითლე პირობითად 1 წუთში უჩნდება, SPF 50-იანი საცხის დახმარებით ეს დრო 50 წუთამდე გაიზრდება.

ამის შემდეგ, უნდა მოხდეს მზისგანდამცავი საცხის ხელახლა წასმა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მზის დამწვრობის მიღება. საცხის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით.

2. რამდენად უსაფრთხოა მზის აბაზანები ხალების არსებობის შემთხვევაში? - ვისაც ჩემ მსგავსად ხალებით გაქვთ სხეული მოფენილი, მზეზე შეუიარაღებლად გასვლა კატეგორიულად იკრძალება. ხალი - იგივე კეთილთვისებიანი წარმონაქმნი კანზე, მზეზე დაუცველად მოხვედრისას, შესაძლოა ავთვისებიან წარმონაქმნად იქცეს. რისკი, როგორც ხედავთ, საკმაოდ მაღალი, ამიტომაც გადაწყვეტილება თავად მიიღეთ. დერმატოლოგების რეკომენდაცია ასეთია: ხალების არსებობისას, მზეზე გასვლამდე აუცილებლად წასივით SPF 50 -ის მქონე მზისგანდამცავი საცხი.

400x600_1_797f8e69231878e74f491acc33ee9532@400x600_0xd42ee437_13716076981438948414

3. როგორ მოვქცეთ, კანის მზისგან დამწვრობის შემთხვევაში? - სამკურნალო, გარეგანი საშუალებები დამწვრობისთვის იდეალურია. განსაკუთრებით სპრეი-ქაფის სახით არსებული საშუალებები, რომლებიც უცებ ხსნის დამწვრობით გამოწვეულ სიცხის შეგრძნებას და სიწითლესაც უმკლავდება. ბებიების რეცეტებიდან, კეფირი, მაწონი და უცხიმო არაჟანი კარგი შემცვლელია.

4. კომპრომისი ლამაზად გარუჯულ კანსა და მზის მავნებლობას შორის? ავტორუჯის პროდუქტები ალბათ, საუკეთესო კომპრმისი უნდა იყოს. ავტობრონზერი რომ კარგად გადანაწილდეს კანზე, საამისოდ, კანი უმჯობესია სქრაბით კარგად დავამუშავოთ.

5. რა ტიპის პროდუქტები გამოვიყენოთ გარუჯვის შემდეგ , კანის ელასტიურობის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად? - მზის აბაზანის შემდეგ კანის დამატენიანებელი სპეციალური საცხი უნდა გამოვიყენოთ. კარგი იქნება, თუ ასეთი საცხი აღმდგენი კომპონენტების შემცველი იქნება: ბისაბოლოლი, ალანტოინი, პანთენოლი და აუცილებლად უნდა შეიცავდეს გლიცერინს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დამატენიანებელს.

_OTHER BLOGPOSTS_