We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რამდენად უსაფრთხოა სახლში ძაღლის და კატის ყოლა

_from blog_:
_June_ 01, 2017
_by_ Anika
მართალია, საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ ბინის პირობებში შინაურ ცხოველებთან თანაცხოვრებას, განსაკუთრებით, როცა ოჯახში მცირეწლოვანები არიან, მაგრამ თანამედროვე კვლევები საპირისპიროს ამტკიცებენ: ერთ-ერთი უახლესი კვლევის თანახმად, ცხენებს და ფუტკრებს დიდი სარგებელი მოაქვთ ადამიანის ორგანიზმისთვის. ვინაიდან, კორპუსის პირობებში თავლის და სკების არსებობა ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომაც იდეალური არჩევანი ამ შემთხვევაში კატის და ძაღლის მოყვანა იქნებოდა. რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით კვლევები - რა სარგებელი აქვს სახლში მათ ყოლას?

- როცა სახლში დაბრუნებულს, სიხარულისგან მოხტუნავე ძაღლი ან ალერსიანი კატა გხვდებათ, ეს თავისდაუნებურად დადებით ემოციას იწვევს და კარგ განწყობაზე გაყენებთ. ამ დროს ტვინის იღებს სიგნალს, რომ ჩვენ ბედნიერები ვართ და ხდება ენდორფინის ჰორმონის გამომუშავება.

- კვლევების შედეგად იმასაც ამტკიცებენ, რომ კატების მფლობელები 5-ჯერ ნაკლებად საჭიროებენ ექიმთან მიმართვას. ცოტა გადამეტებულად ჟღერს, ალბათ, მაგრამ მათი მტკიცებით კატების განსაკუთრებულ ბიოველს ქმნიან, რომელიც დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, არეგულირებს გაცვლით პროცესებს და შინაგანი ორგანოების მუშაობას.

- კატების კრუსუნი ხმოვან თერაპიად არის მიჩნეული, რომელსაც სახსრების ტკივილის დროს ტკივილის სინდრომის მოხსნა შეუძლია. ძაღლებს კი მათ ნერწყვში არსებული ბუნებრივი ანტიბიოტიკის წყალობით, ნაკაწრების და დამწვრობის დროს ბაქტერიოციდული მოქმედების მოხდება შეუძლიათ.

- კანისთერაპია - ასე ეწოდება ძაღლების მეშვეობით მკურნალობას, რომლის დროსაც სტრესის შემცირება ხდება, ადამიანი მშვიდდება, მშფოთვარება აღარ აწუხებს და ფსიქოლოგიური მაჩვენებლებიც ნორმაში დგება. კვლევების თანახმად, როცა ძაღლს ხელს ვუსვამთ და ვეფერებით, ამ დროს ბედნიერების ჰორმონი გამომუშავდება.

- ისინი, ვისაც სახლში ოთხფეხა მეგობრები ყავს, ნაკლებად განიცდიან არტერიული წნევის ცვალებადობას და გახშირებულ პულსს.

_OTHER BLOGPOSTS_