ბლოგი:
ივლისი 05, 2015
ავტორი Anika
იდეალური დილა ჩემთვის ფინჯანი ყავით იწყება. თუმცა, წარსულში გადატანილი გასტრიტების გათვალისწინებით, ერთი წესის ჩამოყალიბება მაინც შევძელი: უზმოდ ყავას არასდროს ვსვამ - ამ დროს ყავა კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და მჟავიანობას ამაღლებს, მოკლედ, პირდაპირი გზაა გასტრიტისკენ.
დილას და იდეალებს რომ თავი დავანებოთ, ზოგადად, კარგად მომზადებული, არომატული ყავა დღის ნებისმიერ მონაკვეთშია ბევრისთვის სასურველი, თანაც ხარისხიანი ყავის მირთმევის ალტერნატივებიც ყოველწლიურად იზრდება, მასთან ერთად ცდუნებაც. ცდუნება იმიტომ ვახსენე, რომ ბევრმა ჩვენგანმა არც კი იცის იმ ერთ ჯადოსნურ ფინჯანში, რა რაოდენობით ნახშირწყლები და კალორია შეიძლება იყოს დამალული. საშუალოდ, დესერტის სახით მირთმეული ფინჯანი ყავა (ნაღების, კარამელი, შოკოლადის ან სიროფის დამატებით) 300-350 კკალ-ს შეიცავს, რაც ნორმალური ადამიანის დღიური ნორმის 1/4- ს შეადგენს. თანაც, ასეთი სასმელი შედეგად ორგანიზმს ნახშირწყლები მიეწოდება მხოლოდ, ცილები და სასარგებლო ნივთიერებები დაივიწყეთ. ექიმებს თუ დავუჯერებთ, ასეთი მადისაღმძვრელი გემრიელობებით მორთული ყავა ერთ ნაჭერ შოკოლადის ტორტზე უარესია, ვინაიდან ამ დროს შაქარი სითხის სახით გაცილებით სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია მყისიერად იზრდება და ისევე მყისიერად ეცემა დაბლა, რის შედეგადაც უცებ მოგვაწვება საშინელი შიმშილის შეგრძნება და ხელი ისევ და ისევ ტკბილეულისკენ და საკონდიტრო ნაწარმისკენ გაგვირბის. ასეთ აწევა-დაწევას "ინსულინის მთებს" უწოდებენ, რაც თავის ტკივილის, დაღლილობის, დიაბეტის, გულის დაავადებების და ზედმეტი წონის მიზეზი შეიძლება გახდეს.
ზოგადად, ჯანმრთელი ადამიანისთვის, რომელსაც ნორმალური არტერიული წნევა ახასიათებს, ზომიერი დოზით მიღებული ხარისხიანი ყავა მავნებელი არ არის - ამას ამბობენ ექიმები. ასეთი ყავის მიღებით გონებას ვასტიმულირებთ, თავის ტვინის, გულის, თირკმლების სისხლის მიმოქცევას ვაუმჯობესებთ და სისხლძარღვების გაძლიერებასაც ვუწყობთ ხელს. ამიტომაც, როგორც წაკითხულ-მოკვლეული მასალებიდან დავადგინე, საუკეთესო რეკომენდაციაა მივირთვათ ყავის კლასიკური სახეობები, ზედმეტი ზიზილ-პიპილოების გარეშე:
ამერიკანო - ყავა და წყალი. სუფთა ყავა ორგანიზმში "ინსულინის მთების" პროვოცირებას არ ახდენს და კალრიულობაც საკმაოდ დაბალი აქვს: 100გრ. ამერიკანო 21 კკალ.
კაპუჩინო - შედარებით უფრო კალორიულია რძის დამატების გამო: 24.2 კკალ.
ლატე - ლატეში კაპუჩინოსთან შედარებით კიდევ უფრო მეტი რძეა, ამიტომაც კალორიებიც შესაბამისად იმატებს: 26.1 კკალ.
არ დაგავიწყდეთ, რომ:
1. ჯანმრთელი ადამიანისთვის ყავის დღიური ნორმა 2-3 ორასგრამიან ფინჯან ყავას არ უნდა ცდენოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაღიზიანების, აფორიაქების და უძილობის რისკი საკმაოდ მაღალია.
2. რაც უფრო ნაკლებადაა ყავის მარცვალი მოხალული, მით უფრო ძლიერი ყავა იხარშება ასეთი მარცვლისგან.
3. ყავა ძლიერი დიურეტიკია (ორგანიზმიდან სითხეს გამოდევნის), ამიტომაც ორგანიზმში წყლის ბალანსი რომ შევინარჩუნოთ და კანი არ გამოგვიშრეს, 200 გრ. ყავის დალევიდან ნახევარი საათის განმავლობაში აუცილებლად უნდა მივირთვათ იმავე რაოდენობის წყალი.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა