We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რამდენი კილოგრამის დაკლება შეგვიძლია ერთი თვის განმავლობაში

_from blog_:
_June_ 22, 2018
_by_ Anika
წონაში სწრაფად კლებას არასდროს ვამართლებდი - მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ თვეში 10-15 კილოგრამის დაკლება არაჯანსაღია ორგანიზმისთვისაც და ხშირ შემთხვევაში, დაკლებულ კილოგრამებს მალევე დავიბრუნებთ უკან. როგორ უნდა გავარკვიოთ, რამდენი კილოგრამის დაკლება არის იდეალური ჩვენი ორგანიზმისთვის 30 დღის განმავლობაში საიმისოდ, რომ წონა ისევ საწყის მაჩვენებელს არ დაუბრუნდეს.

ამისთვის კალკულატორი და ცოტა მათემატიკა დაგვჭირდება. ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ 4-5 კილოგრამის დაკლება შეგვიძლია დავგეგმოთ, თუ მკაცრად გაწერილ დიეტას დავიცავთ. სხეულის ცხიმის 500 გრამის დაკლება 3,500 კკალ-ს დაკლებას უდრის. კვირის განმავლობაში 1 კილოგრამის დასაგდებად დღიურად 1000 კკალ-მდე ნაკლები უნდა მივიღოთ, რაც ნიშნავს, რომ ნაკლები რაოდენობის კკალ უნდა მივიღოთ და მეტი ოდენობით კკალ უნდა დავწვათ ვარჯიშის დროს.

თუ თქვენ ვარჯიშს ვერ ახერხებთ და მხოლოდ კვების დარეგულირების ხარჯზე გეგმავთ წონის დაკლებას, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ პატარა ბლოკნოტში ან მობილურ აპლიკაციაში (LoseIt აპლიკაცია, მაგალითად) ჩანაწერები აწარმოოთ და ყველა ის საკვები თუ სასმელი შეიტანოთ, რასაც დღის განმავლობაში მიიღებთ. ასე, ფსიქოლოგიურადაც უფრო ადვილად გაუმკლავდებით მოწესრიგებულ კვებას, გაიაზრებთ რა მიირთვით, რა ოდენობის კკალ. მიიღეთ და დღის ბოლომდე რა არჩევანი და შესაძლებლობები გაქვთ.

w_500_e35-sole-elliptical_640 ელიფსური ტრენაჟორი

თუ თქვენ ვარჯიშის და ფიზიკური აქტივობების შესაძლებლობა გაქვთ, ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება ყველაფერი და კვების მხრივაც, შედარებით ნაკლები სტრესი გექნებათ. შეეცადეთ კვირის განმავლობაში 5-6 დღე საშუალო დატვირთვის ივარჯიშოთ, ყოველი ვარჯიშისას დაკლებული კკალ-ების რაოდენობა კი თქვენს სქესზე, ასაკზე, ვარჯიშის ინტენსივობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, სარბენ ბილიკზე 20 წუთის განმავლობაში სირბილი 9 კმ/საათი სიჩქარით საშუალოდ 229 კილოკალორიას დაგაწვევინებთ, ელიფსურ ტრენაჟორზე 30 წუთი ვარჯიში - 180 კილოკალორიამდე, ცურვა 30 წუთის განმავლობაში - 189 კკალ-ს, კიკბოქსინგი 30 წუთის განმავლობაში კი - 357 კკალ-ს.

ლოგიკას თავადაც მიხვდებოდით - ჭამე ნაკლები, იმოძრავე მეტი - თუ ამ წესს დავიცავთ, ნელა მაგრამ სტაბილურად დავიკლებთ წონაში, ორგანიზმსაც არ მივაყენეთ ზიანს და დაკლებულ წონასაც შევინარჩუნებთ.

_OTHER BLOGPOSTS_