ბლოგი:
ივლისი 08, 2016
ავტორი Anika
თმის სილამაზეზე და ჯანსაღ მდგომარეობაზე ზრუნვა ყოველთვის აქტუალურია, ამიტომაც ანიკას ბლოგში ამ საჭირბოროტო თემას პერიოდულად ვუბრუნდებით ხოლმე. დღევანდელ პოსტში პროფესიონალი ტრიქოლოგის (იგივე თმის ექიმი) რამდენიმე საინტერესო რეკომენდაცია მინდა გაგიზიაროთ თმის მოვლასთან დაკავშირებით:
1. თმის სისტემატური ვარცხნა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია ეს დღეში ორჯერ შევასრულოთ, ყოველ ჯერზე 30-40-ჯერ ძირებიდან თმის ბოლოებამდე ჩამოსმით. ვარცხნის დროს თავის კანზე ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა უმჯობესდება, კანის ცხიმი ნაწილდება თმის მთელ სიგრძეზე, ატენიანებს მას და იცავს ბაქტერიებისგან და გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისან.
2. როცა თმის ბოლოები გაყოფილია, ასეთ დროს პირველი გადაუდებელი დახმარება თმის შეჭრაა. თმის ღერის დამოკლება სულ მცირე 10 სანტიმეტრით უნდა მოხდეს იმ ადგილიდან, სადაც გაყოფა იწყება. ცოტა ხნით შეწყვიტეთ თმის შეღებვა და ცხელი საშრობის გამოყენება და აუცილებლად მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი, რომელშიც ცისტეინი და მეტიონინი შედის, ასე გვირჩევს ექიმი-ტრიქოლოგი.
3. ჯადოსნური შამპუნი, რომელიც თმის ცვენას უშველის, არ არსებობს. ამ დროს საჭიროა კომპლექსური მიდოგომა. ზოგადად, როდესაც თმის ცვენასთან ერთად, მისი დიამეტრი და სტრუქტურაც იცვლება, ასეთ დროს საქმე ფოლიკულის დონეზე პრობლემასთან გვაქვს, რასაც აუცილებელი გამოკვლევები და ექიმთან ვიზიტი სჭირდება. თმა კონკრეტული ციკლის მიხედვით ვითარდება, რომელიც 3 ფაზას მოიცავს: აქტიური ზრდის, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მოსამზადებელ ფაზას და ცვენის და დასვენების ფაზას, რასაც შემდეგ ისევ ზრდის ფაზა მოსდევს. ე.წ. "სიმელოტე" დგება, როდესაც ფოლიკული დიდი ხნით რჩება დასვენების ფაზაში და აღარ გადადის ზრდის ფაზაში. ამ დროს საჭიროა, მიძინებული ფოლიკულების გამოღვიძება, რომლებიც თმის კანიდან 0.3-0.5 სიღრმეზე არიან განლაგებული. ამ სიღრმეზე კი ვერცერთი შამპუნი ვერ ჩააღწევს, ამიტომაც მნიშვნელოვანი ცვენის დროს საჭიროა ტრიქოლოგთან ვიზიტი და აუცილებელი კვლევების ჩატარება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა