We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რამდენიმე რჩევა მეტი ცხიმის დასაწვავად

_from blog_:
_November_ 08, 2016
_by_ Anika
დღევანდელ პოსტში რამდენიმე ძალიან მარტივ რჩევას გაგიზიარებთ ექიმებისა და ფიტნეს ინსტრუქტორებისგან, რომლებიც მეტი კალორიების და კიდევ უფრო მეტი ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ.

1. სისტემატურად აკეთეთ აერობული, იგივე კარდიო ვარჯიშები, ეს თქვენს მეტაბოლიზმს მოდუნების საშუალებას არ მისცემს. რიგი კვლევების მიხედვით, კვირის განმავლობაში 2-3-ჯერ 45 წუთიანი ინტენსიური აერობული ვარჯიშის შემთხვევაში, ყოველ ორ კვირაში საშუალოდ 500 გრამი ცხიმის დაწვას შეძლებთ ვარჯიშის დროს და მის შემდგომ გახარჯული კალორიების კომბინაციის ხარჯზე

2. არასდროს გამოტოვოთ საუზმე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობით დატვირთული დღის შემდეგ, მომდევნო დილას - ორგანიზმს მეტაბოლიზმის გამოსაღვიძებლად ესაჭიროება დროული საუზმე.

3. დღის განმავლობაში იკვებეთ დროულად, არ გამოტოვოთ ტრადიციული კვება, ლანჩი იქნება ეს თუ სადილი. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე კვების ჩაგდება "შეღავათს" მოგცემთ, ცდებით - ექიმები საპიროსპიროს ამტკიცებენ და დღის განმავლობაში 4-5-ჯერ საკვების მიღებას გვირჩევენ.

De-Stress



4. სტრესული ცხოვრების რითმის გათვალისწინებით, მუდმივად ეცადეთ, განთავისუფლდეთ დღის განმავლობაშ დაგროვილი ზედმეტი უარყოფით ენერგიისგან - არ დაგავიწყდეთ, რომ სტრესის დროს გამოყოფილი ჰორმონი კორტისოლი მეტაბოლიზმის შენელებას უწყობს ხელს.  დღის ბოლოს სარელაქსაციო აბაზანა ან იოგას რამდენიმე წუთიანი სპეციალური ანტი-სტრესი ვარჯიში ძალიან დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში.

5. თუ საკმარისი დრო არ გაქვთ სრულყოფილი ვარჯიშისთვის, წაივარჯიშეთ თუნდაც 10-15 წუთი. როგორც ექიმები ამტკიცებენ, რამდენიმე წუთიანი ინტენსიური ვარჯიშის შედეგად დღის განმავლობაში 200 კილოკალორიამდე შეიძლება დაწვათ. ასე, რომ ნუ უგუვებელყოფთ თუნდაც ამ ციცქნა ვარჯიშებს.

6. არ დაგავიწყდეთ, დღის განმავლობაში საკმარისი ოდნეობით წყლის მიღება. კვლევები ადასტურებენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში 8-12 ჭიქა წყალს იღებენ გაცილებით მეტ კილოკალორიას წვავენ, ვიდრე ისინი რომლებიც 4 ჭიქას ჯერდებიან. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დილა დაიწყეთ 1-2 ჭიქა წყლით - წყაროს წყალი ენერგიას შეგმატებთ, ღამის განმავლობაში გაუწყლოვანებულ ორგანიზმში მომენტალურად აღადგენს წყლის ბალანსს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_