დავიწყოთ იმით, რომ კოფეინი დადებით აისახება მოკლევადიან და ხანგრძლივ მეხსიერებაზე. ჩატარებული კვლევების შედეგად შეიძლება იმის თქმა, რომ დღის განმავლობაში 300-400 მილიგრამი (ერთი ფინჯანი ყავა საშუალოდ 95-225 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, რაც დამოკიდებული ყავის კონკრეტულ სახეობაზე) კოფეინის მიღება კოგნიტური უკურპოცესების და ალცჰაიმერის დაავადების პრევენციაში დაგვეხმარება. თუმცა, ალცჰაიმერზე საუბრისას ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ნორმალური ძილის რეჟიმი აუცილებელია ალცჰაიმერის განვითარების რისკების შესამცირებლად. ამიტომაც, თუ კოფეინისადმი ჩემს მსგავსად სენსიტიური ხართ და მას თქვენზე გამომაფხიზლებელი ეფექტი აქვს, საღამოს საათებში თავი შეიკავეთ მისი მიღებისგან.
კოფეინს დადებითად შეუძლია იმოქმედოს თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობებზე. თუ თქვენ ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე მცირე რაოდენობით კოფეინს მიიღებთ, მეტი ენერგიაც გექნებათ და ვარჯიშის დროს დახარჯული ძალისხმევა თქვენთვის გაცილებით მსუბუქად აღსაქმელი იქნება.
საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ ესპრესო არც თუ ისეთი სუპერსასმელია კოფეინის შემცვლეობით, როგორც ჩვენ გვგონია. თუ ექიმ-დიეტოლოგებს დავუჯერებთ, ესპრესოს ერთი ციცქნა ფინჯანი (სათითეს ზომა რომაა) 40-70 მილიგრამამდე კოფეინს შეიცავს - გაცილებით ნაკლებს, ვიდრე სტანდარტული ყავა.
არ ვიცი, სად რა ამოგიკითხავთ, მაგრამ სინამდვილეში კოფეინი არ იწვევს ორგანიზმის გაუწყლოვანებას - ამას ამტკიცებენ ექიმები. მართალია, კოფეინს შარდმდენი ეფექტი გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ორგანიზმის გაუწყლოვანება მოხდება. თუმცა, ზომიერების დაცვა აქაც საჭიროა და არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ წყალი ორგანიზმში წყლის ბალანსის შესანარჩულებლად ერთგვარი "ოქროს სტანდარტია".
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა