წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რამდენიმე სასარგებლო ჩვევა დილისთვის

ბლოგი:
ივნისი 24, 2016
ავტორი Anika
ანიკას ბლოგში არაერთხელ აღმინიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია საუზმე ჯანმრთელი კვებისთვის, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად, დღის განმავლობაში ენერგიულად ყოფნისთვის და უბრალოდ, კარგი განწყობისთვის. გამეორება ცოდნის დედააო, ჰოდა, დღეს გიგიზიარებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, უფრო სწორად, ჩვევას, რომელთა დილის სავალდებულო წესად ქცევა ნამდვილად ღირს.

- ზეთის გამოვლება, რომელიც აიურვედას უძველესი წესია, დილით, უზმოზე, პირში ერთი სუფრის კოვზი ზეთის ჩაგუბებას და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მის გამოვლებას გულისხმობს. მესმის, მარტივი არ არის, ამდენი ხნით პირი ზეთოვანი სითხით გქონდეს დაგუბებული, მაგრამ გამოცდილი ადამიანები გვარწმუნებენ, რომ ეს არაჩვეულებრივია არამხოლოდ პირის ღრუს ჰიგიენისთვის, არამედ ზოგადად, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნასაც უწყობს ხელს. შეიძლება რამდენიმე წუთით დაწყება და ნელ-ნელა 20 წუთამდე ასვლა.

dsc_0057-618x413

- გაწელვების შესრულება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დღის განმავლობაში ოფისში, კომპიუტერის წინ უწევს ჯდომა, დღის არაჩვეულებრივი დასაწყისია. რეალურად, ზეთის გამოვლება და გაწელვები შეგიძლიათ ერთდროულად შეასრულოთ და დროსაც დაზოგავთ. იოგას ვინც მისდევს, მათთვის მზის მისალმებების სერია უკვე ნაცნობი იქნება და დილით რამდენიმე სესია შეგიძლიათ შეასრულოთ. ვისთვისაც მზის მისალმებები უცნობია, ამ ბმულზე შეგიძლიათ სასარგებლო ვიდეოები ნახოთ: https://www.youtube.com/results?search_query=sun+salutation

- დალიეთ ყოველ დილით ლიმონის წყალი. ლიმონის წყალი წყალში გაზავებულ ლიმონის წვენს გულისხმობს და ის შემდეგნაირად მზადდება: თუ თქვენ 75 კგ-მდე იწონით, ასეთ შემთხვევაში ნახევარი ლიმონის წვენი ჩააწურეთ ერთ ჭიქა წყალში, ხოლო თუ 75 კგ-ზე მეტს - მაშინ მთლიანი ლიმონი. წყალი შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი გემოვნებისამებრ.

- აუცილებლად ჩაატარეთ სახის კანის მოვლის პროცედურა: გაბანა/გაწმენდა, ტონიზირება (ტონიკის წყალი), შრატი და დამატენიანებელი. შრატი შეგიძლიათ გამოტოვოთ, მთავარია, დამატენიანებლის წასმა არ გამოგრჩეთ. კვირაში რამდენჯერმე სქრაბის და პილინგების გამოყენება შეგიძლიათ.

- მიიღეთ ვიტამინები.: B ჯუფის ვიტამინები ენერგიას მოგცემთ, ომეგა-3 განწყობასა და კუნთების მდგომარეობაზე იზრუნებს, ხოლო E ვიტამინი - კანზე, თმასა და ფრჩხილებზე.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები