We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რამდენიმე სასარგებლო ზამთრის პროდუქტი

_from blog_:
_November_ 29, 2013
_by_ Anika
ყველაზე ადვილი გზა, ვიტამინების და მინერალების დეფიციტის შესავსებად, შესაძლოა მულტივიტამინების კომპლექსის მიღება იყოს. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ საუკეთესო არჩევანი მაინც ნატურალური პროდუქტების გზის არჩევაა. მოდით, გადავხედოთ, რომელი პროდუქტი რა ტიპის ვიტამინის წყარო შეიძლება იყოს.

660x440_0x59f91261_20192253841384421118

შეიძლება გაგიჭირდეთ დაჯერება, მაგრამ მჟავე კომბოსტო მოთუშულ კომბოსტოზე გაცილებით სასარგებლო ყოფილა. დამჟავების გზით შენახულ კომბოსტოში უამრავი სასარგებლო ნივთიერება ნარჩუნდება: C, K და B ჯგუფის ვიტამინები - B1, B2, B3, B6, B12- ასევე, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, ცინკი. ამასთან ერთად, დამჟავების პროცესში კომბოსტო მდიდრდება ორგანული რძემჟავებით, რაც კარგად აისახება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე.

660x395_0x59f91261_16834694211384421648

მზის სხივების ნაკლებობას ან მათ არარსებობას ზამთარში D ვიტამინის საკვები პროდუქტების მეშვეობით მიღება დააბალანსებს. ამ ვიტამინს კი უხვად შეხვდებით ხიზილალაში, კვერცხში, ნაღების კარაქში, ყველში, კვერცხის გულში, თევზში. D ვიტამინის დეფიციტის შევსების გარდა, ეს პროდუქტები იმუნიტეტის გაძლიერებაშიც დაგეხმარებიან და კანის მდგომარეობაზეც დადებით გავლენას მოახდენენ.

660x440_0x59f91261_12403440951384423044

თუ თქვენ წინდახედულობა გამოიჩინეთ და ზაფხულში საყინულეში კენკრის მარაგი გაიკეთეთ, მაშინ ეს გაყინული კენკრა ძალიან კარგ სამსახურს გაგიწევთ ზამთარში. ყოველდღიურად გაალღვეთ მცირე რაოდენობით რომელიმე დასახელების კენკრა და მიირთვით ის იოგურტთან, მაწონთან ან ხაჭოსთან ერთად - მერწმუნეთ, ძალიან გემრიელია.

500x332_0x59f91261_4826336581384423534

ზამთრის ვიტამინების და კერძოდ, C ვიტამინის შემცველობით გამორჩეული შტოშია. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ შტოში C ვიტამინთან ერთად ძალზე იშვიათ PP ვიტამინს შეიცავს, რომელიც თავის მხრივ C ვიტამინის ათვისებაში ეხმარება ორგანიზმს. ასე, რომ იმუნიტების გასაძლიერებლად შტოშს ძნელად თუ გაეჯიბრება რომელიმე სხვა კენკროვანი ხილი. ამას გარდა, შტოში რკინას, კალიუმს, მაგნიუმს, მარგანეცს, ვერცხლს და ფოსფორსაც შეიცავს - ამ ყველაფრის წყალობით ის ერთ-ერთ უძლიერეს ანტიოქსიდანტან ითვლება.

499x750_0x59f91261_12241110181384423705

მწვანილის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მასში - როგორც ცოცხალ მწვანილში, ისე გამომშრალშიც - უცვლელად ნარჩუნდება ეთერზეთები და შეუცვლელი მიკროელემენტები. ასე, რომ უხვად გამოიყენეთ კერძების მომზადებისას მწვანილი ზამთარშიც.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_