We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რამხელა ვარგისიანობის ვადა აქვს ჩვენს კოსმეტიკას?!

_from blog_:
_June_ 15, 2016
_by_ Anika
ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში რამდენიმე ისეთ ნივთს წააწყდებით, რომელიც აწ უკვე დიდი ხნის მოშორებული უნდა მქონდეს თავიდან, მაგრამ მაინც ვერ ველევი: მაგალითად, MAC-ის იისფერი თვალის ჩრდილი, რომელიც სულ ორჯერ გამოვიყენე (წარუმატებლად, აშკარად არ მიხდება ეს ფერი!); 3 წლის წინ ნაყიდი მუქი ალუბლისფერი ტუჩის საცხი; თვალის კონსილერი, რომელიც დაახელობით 2 წელს უნდა ითვლიდეს. გამიმართლა და ზოგი მათგანის ყიდვის დაახლოებითი პერიოდები მახსოვს, მაგრამ როგორ ვიქცევი მაშინ, როცა მეხსიერება მღალატობს? სპეციალისტების რამდენიმე სასარგებლო რჩევას დღეს თქვენც გაგიზიარებთ.

ტონალური საცხი და კონსილერი - თხევადი ტონალური საცხი და კონსილერი მაქსიმუმ ერთი წელი ძლებს - წესი ასეთია. ფლაკონს შუქზე შეხედეთ და ზეთოვანი მასა ზედაპირზეა ასული, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსისტენცია უფრო თხელი გახდა და დროა ის გამოვცვალოთ. პუდრას რაც შეეხება, აქ შედარებით მეტი დრო გვაქვს: ხარისხიანი პუდრა 2 წლამდეც კი ძლებს, ვინაიდან მშრალ გარემოში ბაქტერიები ისე ვერ მრავლდებიან, როგორც თხევადში.

რუჟი და ბრონზანტი პუდრა - ამ შემთხვევაშიც ორწლიანი ვადა მოქმედებს. შეძლებისდაგვარად უმჯობესია მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული პროდუქტები შევარჩიოთ - მაგალითად, ალოე, მწვანე ჩაი, გვირილა, სასარგებლოცაა და სასიამოვნოც. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თხევადი ტონალური საცხის წასმის შემდეგ თუ მომენტალურად შევუდგებით ბრონზერის ან რუჟის გადასმას, ფუნჯზე შერჩენილი ტონალურის ზეთოვანი ნაწილაკები პუდროვანი პროდუქტების ზედაპირზე ხვდება და მათ ეფექტს უცვლის. ვიზაჟისტები გვირჩევენ, ტონალურის წასმის შემდეგ 2-3 წუთი მოვიცადოთ და შემდეგ გადავისვათ უკვე ბრონზერი თუ რუჟი.
წამწამების ტუში - მკაცრად დადგენილი წესის მიხედვით, ყოველდღიური გამოყენებისას ტუში 3 თვეში უკვე გამოსაცვლელია, ხოლო პერიოდულად გამოყენების შემთხვევაში - 6 თვემდე გასტანს. მუქ, დახურულ შეფუთვაში ბაქტერიები საოცარი ტემპით მრავლდებიან, როგორც ეს კვლევებმა დაადასტურა, ამიტომაც, უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, სჯობს თადარიგი დავიჭიროთ.


ტუჩის საცხი და მბზინავი - აქ ბაქტერიების რისკი მინიმუმამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი წელი არხეინად შეგვიძლია ვიყოთ. თუ ყიდვის დრო არ გვახსოვს, მაშინ მარტივია პროდუქტის ვადის გასვლის ამოცნობა: საცხი არათანაბრად ნაწილდება ტუჩებზე და ზედმეტად გამომშრალი ტექსტურა აქვს.  ტუჩის მბზინავის შემთხვევაში, მინიშნებას ზედმეტი წებოვანება მოგვცემს.


თვალის ფანქარი - აქ მაქსიმალური ვადა აქტიური მომხმარებლებისთვის 4 თვეა. როგორც კი ფანქრის წვერთან მოთეთრო ფერის ნადები ჩნდება, ეს იმას მიანიშნებს, რომ ფანქარი გამოსაცვლელია.


მომდევნო პოსტამდე,


ანიკა










_OTHER BLOGPOSTS_