წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რას გვირჩევენ პროფესიონალი ვიზაჟისტები

ბლოგი:
მაისი 20, 2014
ავტორი Anika
გამოგიტყდებით და მაკიაჟის ცოდნის ოსტატობაზე ანიკას ბლოგში დაწერილი ბოლო პოსტის შემდეგ მცირე წინსვლა განვიცადე თვალის ჩრდილების მიმართულებით და მუქი ფერის პომადის წასმაშიც საგრძნობლად დავხელოვნდი. მიხვდით, ალბათ, ამ მხრივ დიდი შესაძლებლობებით რომ ვერ დავიკვეხნი, ამიტომაც ყოველთვის გაფაციცებით ვისმენ ხოლმე მცოდნე და გამოცდილი ადამიანების რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავიკეთოთ მომხიბვლელი მაკიაჟი, გავუსვათ ხაზი ჩვენი გარეგნობის გამორჩეულ მხარეებს და შევნიღბოთ ესა თუ ის ნაკლი. დღეს სწორედ ასეთი რჩევების გაზიარების დღეა.

როგორ წავისვათ ბაზა - მაკიაჟის კეთებას პროფესიონალები ყოველთვის ბაზის - ტონალური კრემის და კონსილერის - წასმით იწყებენ. სწორად შერჩეული ტონალურის გარეშე წარმატებული მაკიაჟის იმედი ტყუილად ნუ გექნებათ. როგორც პროფესიონალები ამბობენ, მაკიაჟის დროს ერთი ტონალობის ბაზას არასდროს იყენებენ: როგორც წესი, 2 სხვადასხვა ტონალობის კრემის გამოყენება ხდება. ღია ფერის ტონი სახისთვის ერთგვაროვანი ფერის მისაცემად და დეფექტების შესანიღბად გამოიყენება, ხოლო მუქი ფერის ტონალური კი ცხვირის კონტურების, ყვრიმალების, სახის ოვალის შესაცვლელად. ასეთი ტექნიკის გამოყენებით მოხერხებულად შეიძლება სახისთვის სასურველი ელფერის მიცემა.

თუმცა, უმთავრესი რჩევა არ უნდა დაგვავიწყდეს: არასდროს წაისვათ ბაზა მოუმზადებელ სახეზე. სახის კანი სათანადოდ გაწმენდილი და დატენიანებული უნდა იყოს, თორემ ბაზა თანაბრად და მსუბუქად არ გადანაწილდება.

კონსილერს მსუბუქი დეფექტების შესანიღბად ვიყენებთ, მათ შორის, მიმიკური ნაოჭების და თვალების ქვეშ არსებული სიშავეების. აქ მთავარია ვიზაჟისტების ერთი რჩევა გავითვალისწინოთ: ღია ტონალობის კონსილერები მოცულობას ვიზუალურად ზრდიან ანუ ადიდებენ, ამიტომაც თუ კანზე არსებული შეშუპების ან უპეების შეშუპების დამუშავება გვინდა, ასეთ დროს მუქი ტონალობის კონსილერის გამოყენება აჯობებს.

ახლა ტუჩებს და თვალებს რაც შეეხება - პირველ რიგში, წარბების ფორმის კორექციით დაიწყეთ და მას სასურველი ფორმა მიეცით. შემდეგ, წარბის ფორმის ხაზგასასმელად, წარბის ქვეშ კანზე ღია ტონალობის ჩრდილი გადაისვით.

გამოხედვა უფრო მეტყველი რომ გახადოთ, ვიზაჟისტები წამწამების სპეციალური ასაპრეხის გამოყენებას გირჩევენ, რის შემდეგაც შესაძლებელია უკვე ტუშის გადასმა. ტუჩებს რაც შეეხება, მათ დამატებით მიმზიდველობას მიანიჭებთ, თუ პომადაზე ზემოდან მბზინავს გადაისვამთ.

დღეისთვის სულ ეს იყო.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



 





მსგავსი ბლოგები