წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რას გვირჩევს ცნობილი ფიტნეს-ინსტრუქტორი ტრეისი ანდერსონი

ბლოგი:
აპრილი 08, 2016
ავტორი Anika
გვინეთ პელთროუს, ჯენიფერ ლოპესის და კიდევ არაერთი ცნობილი ვარსკვლავის ფიტნეს-ინსტრუქტორი ტრეისი ანდერსონი ჟურნალ "Health"-ს ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ვარჯიშზე, სწორ კვებაზე ესაუბრა, დღევანდელ პოსტში ამ ინტერვიუდან ამონარიდებს გაგანობთ, სადაც თქვენთვის საინტერესო ინფორმაციაც შეგიძლიათ ნახოთ. ანდერსონის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ქალებს საკუთარი სილამაზის აღმოჩენაში, წონისა და სხეულის ტიპის მიუხედავად. მისი დამსახურებით ათასობით ქალმა არათუ ზედმეტი კილოგრამების დაკლება შეძლო, არამედ მათთვის წარმოუდგენლად მიჩნეული სხეულის ფორმების მიღწევაც შეძლო.

- სტრატეგია გადამწყვეტია. ვარჯიში დროის გარკვეული ნაწილის ფოკუსირებულად მოხმარებას გულისხმობს, ამ დროის სხეულის და გონების დაკავშირება ხდება, რაც ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში გვეხმარება. მთავარია, იცოდე და გაიაზრო სადაა შენი მთავარი პრობლემა და შესაბამისად, მობილიზებულად მიუდგე მას.

- ვარჯიშის დროს გონებრივ კონცენტრაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ვვარჯიშობთ, კონკრეტულ მოძრაობაზე, კუნთზე, შედეგზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და გონება სხვა საფიქრალზე არ უნდა გაგვექცეს: საყიდლების სიის შედგენა ვარჯიშის დროს ნამდვილად არ არის კარგი აზრი.

- მნიშვნელოვანია, ე.წ. "კომფორტის ზონიდან" გასვლა ვისწავლოთ. მესმია, რომ ძნელია, ცუდ ამინდში აიძულო საკუთარი თავი, თბილი სახლიდან გახვიდე და ფიზიკურ აქტივობას შეუდგე, მაგრამ კომფორტის ზონის დათმობა აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. დიდი ძალისხმევის გარეშე, დიდ შედეგებს ვერ მივიღებთ.

- იდეალური ასაკი ვარჯიშის დასაწყებად არ არსებობს. არასდროს არის გვიანი საკუთარი სხეულის გაჯანსაღებაზე ზრუნვის დაწყება. თუმცა, რაც უფრო ადრე ვიზამთ ამას, ბუნებრივია, მით უკეთეს ფორმაში ვიქნებით წლების მატებასთან ერთად და ზედმეტი წონაც უფრო რთულად შემოგვეპარება.

- ერთი კონკრეტული პროდუქტის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ერთ ფერს გავუსბვამ ხაზს: მწვანე! მწვანე ფერის საკვები (ბოსტნეული, ხილი) აუცილებლად უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით თქვენს საკვებ რაციონში. სხვა მხრივ, დაბალანსებულად უნდა ვიკვებოთ. პირადად მე ძალიან მიყვარს კარტოფილი ნებისმიერ ფორმაში, იტალური პასტა და მათზე უარს არ ვამბობ, მაგრამ მივირთმევ ზომიერად და სწორად მომზადებულს.

- ძალიან ბევრ ქალთან მიმუშავია წლების მანძილზე და ერთ რამეს გეტყვით: ქალებს აღარ სურთ მთელი ძალისხმევა მიმართონ იმაზე, რომ გამიყურებოდნენ როგორც 19 წლის ასაკში. დღეს ქალებს სხვა დევიზი აქვთ: მე შემიძლია ვიყო ლამაზი და მომხიბვლელი 50 წლის ასაკშიც! თუ თქვენ ამის გააზრდებას შეძლებთ, ეს საუკეთესო მიდგომა იქნება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები