We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რატომ არ უნდა ვთქვათ უარი გაყინულ ბოსტნეულზე

_from blog_:
_July_ 31, 2017
_by_ Anika
გაყინულ ხილთან და ბოსტნეულთან დაკავშირებით ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს და მიაჩნია, რომ გაყინული პროდუქტი თავის სასარგებლო თვისებებს კარგად და მას არავითარი ღირებულება აღარ გააჩნია. რეალურად, ყველაფერი პირიქითაა: ბოსტნეულის საყინულეში შენახვას თუ გაყინული ბოსტნეულის ყიდვას არაერთი დადებითი მხარე აქვს. კერძოდ:

1. სუპერმარკეტში საყიდლებზე ყოფნისას, გვერდს ნუ ჩაუვლით გაყინული ბოსტნეულის დახლს და აუცილებლად გამოაყოლეთ ხელს საცდელად ერთი შეკვრა გაყინული ციცქნა სტაფილოები, ბროკოლი ან ბარდა, გვირჩევენ დიეტოლოგები. ასე, პირველ რიგში, დროს დაზოგავთ ბოსტნეულის გასამზადებლად - გაყინულ ბოსტნეულს, რეალურად, მიკროტალღურში მოთავსება ესაჭიროება მცირე ხნით, ოდნავ მოშუშვა ტაფაზე და სულ ესაა. ამას გარდა, ასეთ ბოსტნეულს გათლა, დაჭრა და დაქუცმაცებაც არ ესაჭიროება.

2. ასე მეტი შანსი გაქვთ ორგანული ბოსტნეულის შესაძენად. როცა კონკრეტული ბოსტნეულისთვის სეზონი არ არის, ლოგიკურია, რომ ბაზარში გასაყიდად გამოტანილი არასეზონური ხილი თუ ბოსტნეული პესტიციდებით იყოს გაჯერებული.

3. ვინაიდან ხარისხიანი მწარმოებლები ბოსტნეულს მათ საუკეთესო კონდიციაში ყოფნის დროს ყინავენ - ყველაზე ქორფა მდგომარეობაში - ამდენად, ასე შენახულ ბოსტნეულში მაქსიმალურად ნარჩუნდება სასარგებლო ნივთიერებები.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გაყინული ბოსტნეულის შერჩევისას? აუცილებლად კარგად უნდა შევისწავლოთ ეტიკეტი და არ შევიძინოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც დამატებით შაქარს ან საკვებ სახამებელს შეიცავს. იდეალურ ვარიანტში უნდა მოიძიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც უბრალოდ გაყინული ბოსტნეულია. დიეტოლოგები დასაშვებად მიიჩნევენ, ასეთ ბოსტნეულს მცირე ოდენობით მარილი თუ ექნება დამატებული - ერთ ულუფაზე 150 მგ. მისაღები მაჩვენებელია.

რაც შეეხება მათ მოხმარებას, გაყინულ ბოსტნეულს სულ რამდენიმე წუთით მიკროტალღურ ღუმელში მოთავსება ყოფნის საიმისოდ, რომ საჭმელად მზად იყოს. თუ გემოს გაუმჯობესება გვსურს, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ოდნავ მოვშუშოთ ზეთში ან გრილზე დავბრაწოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_