We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რატომ არ უნდა ვუყიდოთ პატარებს ბევრი სათამაშო

_from blog_:
_June_ 08, 2017
_by_ Anika
რამდენი ათეული სათამაშო აქვს თქვენს პატარას? სავარაუდოდ, სულ მცირე 2-3. მახსოვს, როგორ ხარბად ვყიდულობდი პირველი შვილისთვის ნაირ-ნაირ სათამაშოებს და როგორ ჩავრგავდი ხოლმე სათამაშოების გროვაში. წლების შემდეგ გამოცდილებამ მაჩვენა და ფსქოლოგების დარიგებასაც მივდიე და ჩემი შვილებისთვის თითო-თითო ცალ სათამაშოს ვყიდულობ ხოლმე, ისიც საკმაოდ დაშორებული დროის ინტერვალებით. ბავშვთა ფსიქოლოგებიც ხო ამას გვირჩევე: რაც უფრო ნაკლები ოდენობის სათამაშო ექნებათ თქვენს პატარებს, მით უკეთესი:

1. ბავშვები გაცილებით შემოქმედებითი იქნებიან. დიდი ოდენობის სათამაშო პატარების შემოქმედებით განვითარებას აფერხებს, ასე ამბობენ ფსიქოლოგები. როდესაც პატარებს თვალწინ სათამაშოების დიდი გორა უდგათ, მათ სიახლეზე და რამე საინტერესოს გამოგონებაზე აღარ უწევთ თავის შეწუხება და ზარმაცდებიან.

2. ფსიქოლოგების თქმით, ყურადღების შესანარჩუნებლად ბავშვის მხედველობის არეში 5 საგანზე მეტი არ უნდა იყოს. როცა გარშემო 10-20 ჭრელ-ჭრელი სათამაშოა, ასეთ დროს პატარას ყურადღება ეფანტება, ვერ ახდენს კონცენტრაციას, რაც შემდგომ წლებში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

700x466_0xd42ee42d_19448877131442212674

3. კვლევების თანახმად, ის ბავშვები, რომლებიც მცირე ოდენობის სათამაშოების გარემოცვაში იზრდებიან, გაცილებით მარტივად სწავლობენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობების დამყარებას და რეალურად ურთიერთობას.

4. ამ დროს ბავშები გაცილებით ყურადღებით და მზრუნველობით ეპყრობიან იმ სათამაშოებს, რომლებიც აქვთ და რომებსაც იყენებენ.

5. ბავშვებს ასეთი შეთხვევაში წიგნებისადმი, ზოგადად კითხვისადმი და ხელოვნებისადმი ინტერესი უმძაფრდებათ. როცა ირგვლივ სათამაშოების დიდი არჩევანი არ არის, პატარა ალტერნატიული გართობის გზების ძიებას იწყებს.

6. ბავშვები ნაკლებად კამათობენ და მეტად სწავლობენ მოლაპარაკებას. შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფსიქოლოგების თქმით, პატარებისთვის ყოველი ახალი სათამაშო და-ძმისგან გამოცალკევების და საკუთარი "ტერიტორიის" შექმნის მიზეზია.

_OTHER BLOGPOSTS_