ბლოგი:
მაისი 16, 2015
ავტორი Anika
დიეტა, შეზღუდული და დაბალანსებული კვების რაციონი ძალების და ნებისყოფის მობილიზებას მოითხოვს, ზოგისთვის მეტად, ზოგისთვის კი ნაკლებად. და რამდენად სასიამოვნოა ის შეგრძნება, როცა დიეტის დასრულების შემდეგ სასწორზე დამდგარი სასურველ შედეგს მიიღებთ: უფფ, ნეტარება! თუმცა, ამ შედეგის შენარჩუნება და დაკლებული კილოგრამების სამუდამოდ წარსულისთვის მიბარება, ბევრს არ გამოსდის. და მაინც, რა ხდება ამ დროს და რატომ ბრუნდებიან ეფექტურად დაკლებული კილოგრამები? ამასთან დაკავშირებით, ექიმი-დიეტოლოგების დასაბუთებას გაგიზიარებთ.
პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ერთი, კონკრეტული პასუხი ამ შეკითხვაზე არ არსებობს. ისინი, ვინც ასე თუ ისე მუდმივად ახერხებენ სასურველი სიმსუბუქის შენარჩუნებას და წონის მატება 2-3 კილოგრამს არ აღემატება, რომელსაც მარტივადვე უცებ იკლებენ, ამ პრივილეგირებულ მდგომარეობას კარგ გენეტიკას უნდა უმადლოდნენ: გენები, ამ მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გარდა ამისა, ექიმების თქმით, ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუ რამდენად "დაძალების მოყვარული" ბებია-ბაბუა გვყავდა ბავშვობაში: სქლად კარაქწასმული ფუნთუშები, ბლოომად შემწვარი კარტოფილი, "ჭამე, ბებო, ჭამე!" შეძახილები წლების შემდეგ თავის სავალალო შედეგს გამოიღებს, სამწუხაროდ. დიეტოლოგები მტკიცებით, ბავშვობაში, ჭამის კულტის მქონე ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს, დამატებითი ანუ ზედმეტი რაოდენობით ცხიმოვანი უჯრედები უგროვდებათ, რაც წლების შემდეგ მუდმივად გადაქაჩავს მათ "ნორმალური წონის" კატეგორიიდან "ჭარბი წონის" კატეგორიისკენ. ამ შემთხვევაში, წონის დასტაბილურება, კი, სამწუხაროდ, ცოტას თუ გამოსდის.
წონის დაბრუნების კიდევ ერთ-ერთ მიზეზად ექიმები ადამიანისთვის სასურველ წონასთან მისი ასე ვთქვათ "ბუნების მიერ დაგეგმილი" სხეულის მასის შეუსაბამობას ასახელებენ. მაგალითისთვის, თუ თქვენ მსხვილი ძვალი გაქვთ, ნუ ეცდებით წონა წვრილძვლიანი ადამიანის იდეალურ წონამდე დაიყვანოთ: ექიმების მტკიცებით, ორგანიზმი მაინც ეცდება ისეთ მდგომარეობაში დაბრუნებას, რომელშიც ნივთიერებათა ცვლის პროცესი ორგანიზმისთვის კომფორტულად მიმდინარეობს.
და კიდევ ერთი მიზეზი: რადიკალური დიეტები, როდესაც თქვენ მიღებული კალორიების რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებთ. რა ხდება ამ დროს? ჭკვიანი ორგანიზმი სათანადოდ რეაგირებს შიმშილზე და შესაბამისად, მაქსიმალურად ანელებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, რეალურად ცდილობს "ორგანიზმი გადაარჩინოს". ყოველ მომდევნო ჯერზე, როცა რადიკალურ დიეტას დაიწყებთ, უკვე გამოცდილი ორგანიზმი კიდევ უფრო ადექვატურ რეაგირებას მოახდენს და დროულად გადაეწყობა ახალ რეჟმზე: ამიტომაცაა, რომ უფრო და უფრო მეტი დიეტა კიდევ უფრო ნაკლები შედეგის მომტანი რომ ხდება.
მოკლედ, გამოსავალი, რომელსაც ექიმები გვთავაზობენ, მდგომარეობს შემდგომში: ჯანსაღად და გონივრულად შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და ენერგიის საჭიროება და არ მივმართოთ ექსტრემალურ ზომებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმი დაკლებული წონის მალევე ანაზღაურებას დაიწყებს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა