წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რატომ გვიჭირს წონაში კლება?!

ბლოგი:
აგვისტო 02, 2016
ავტორი Anika
ზედმეტი კილოგრამების დაკლების მეთოდი ყველას თავისებური აქვს, თუმცა, ნუტრიციოლოგებს მაინც აქვთ ისეთი რჩევები და ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებაში და იმავდროულად წონაში კლებაშიც დაგვეხმარება.

1. წინასწარ დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც საყიდლებზე წასვლას, ერთი კვირის ხილ-ბოსტნეულის და სხვა პროდუქტების მომარაგებას და პატარ-პატარა სალათების წინასწარ მომზადებას გულისხმობს. ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს მიჭირს ხოლმე: უცებ შიმშილის გრძნობა რომ მომაძალება, სასარგებლო სალათის გამზადება უბრალოდ მეზარება ან დრო არ მაქვს და ამიტომაც რაც ხელში მომხვდება, სწრაფად დასანაყრებლად იმას მივირთმევ. ძალიან ადვილია ერთ ჯერზე მთელი კვირის მარაგი სალათების მომზადება: წვრილად დაჭრით სასურველ ბოსტნეულს, ფოთლებს, მწვანილს, მოათავსებთ პატარა კონტეინერებში, ჰერმეტულად დაახურავთ თავს და შეინახავთ მაცივარში. მოხმარებამდე ცოტა ხნით ადრე ზეითუნს და სასურველ ძმარს მოასხამთ და სულ ესაა.

2. ზედმეტად დიდი რაოდენობით ამ პირიქით, ძალიან მცირე რაოდენობით ცილების მიღება ართულებს წონაში კლებას. ცილოვანი დიეტის დაცვა ხანგრძლივად არ არის სასურველი, ვინაიდან ამ დროს ბევრ ვიტამინს და მინერალს ვიკლებთ, რომელთაც ხილი და ბოსტნეული შეიცავს. თუმცა, ცილების მინიმუმამდე დაყვანაც არ არის კარგი აზრი, ვინაიდან ცილები დიდი ხნით დანაყრებაში გვეხმარება და ენერგიას გვაძლევს, ამიტომაც მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში საკმარისად მივიღეოთ ცილოვანი საკვები.

e82f15381644be4fd0b23e3d8942fc12

3. მაღალკალორიული საკვების მიღებისას ის აზრი ვერ გიშველით, რომ სარბენ ბილიკზე აინაზღაურებთ ზედმეტ კილოკალორიებს. ნახევარი საათი სირბილი საშუალოდ 250 კკალ-ს წვავს, ხოლო ერთი ნაჭერი კრემიანი ან ფხვიანი ნამცხვარი კი საშუალოდ 300 კკალ-ს შეიცავს, ამდენად შრომა საკმაოდ დიდი მოგიწევთ ზედმეტი კალორიების დასაწვავად, რასაც ყოველთვის ვერ მოახერხებთ, შედეგად კი ზედმეტი წონა დაგროვდება.

4. სრულად უარის თქმა საყვარელ შავ შოკოლადზე, ნაყინზე ან კრემიან ნამცხვარზე არ არის გონიერი გადაწყვეტილება - უმჯობესია, მათი მცირე ულუფებით პერიოდულად მირთმევა, ვიდრე სრულად რაციონიდან ამოღება, რასაც ხშირად თავშეუკავებლობა და პირიქით, დიდი ოდენობით ასეთი კალორიული დესერტების მირთმევა მოსდევს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები