We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რატომ ნელდება წლებთან ერთად ნივთიერებათა ცვლა და როგორც გავუმკლავდეთ მას

_from blog_:
_October_ 15, 2017
_by_ Anika
ასაკის მატებასთან ერთად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც პროპორციულად მატულობს, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, სულ უფრო მეტი ძალისხმევა გვესაჭიროება საიმისოდ, რომ ამ პრობლემებს მოვერიოთ და მათი გავლენა მინიმუმამდე დავიყვანოთ. ერთ-ერთი ასეთი გამოკვეთილი უსიამოვნო ფაქტი წლებთან ერთად "საჩუქრად მიღებული" შენელებული ნივთიერებათა ცვლაა და მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ჩვენი ბრალეულობით არ არის გამოწვეული, მას აუცილებლად სჭირდება სათანადო რეაგირება.

1. სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ წლებთან ერთად ქალის ორგანიზმში იკლებს ჰორმონ ესტროგენის გამომუშავება და როცა ეს ხდება, თავის მხრივ, ის ერთგვარი კატალიზატორია დაბერების პროცესის ასამუშავებლად. ესტროგენები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მეტაბოლიზმის მაჩევენებლის განსაზღვრაში, შესაბამისად, თუ მცირდება ესტროგენის გამომუშავება, პარალელურად ნელდება მეტაბოლიზმის ტემპიც.

2. ასაკის თანმხლები მეორე გამოკვეთილი პრობლემა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტია და თუ ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების მარეგულირებელი ჰორმონები ნაკლები ოდენობით გამომუშავდება, ესეც პირდაპირ აისახება მეტაბოლიზმის ეფექტიანობაზე.

lose-weight-with-a-slow-metabolism

როგორ შევებრძოლოთ ამ პრობლემებს? რას გვირჩევენ ექიმები და ფიტნეს ინსტრუქტორები?

ვარჯიში, დაბალანსებული კვება და დანამატების მიღება - ეს არის შემოთავაზებული გამოსავალი.

ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარეა ამ შემთხვევაში, ვინაიდან მას ყველაზე მნიშვნელოვნად შეუძლია ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარეგულირებაში და აჩქარებაში დაგვეხმაროს, იდეალური ვარჯიშის სახეობა კი ფიტნესის სპეციალისტების თქმით, მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებია მინიმალური შესვენებით.

შენელებული ნივთიერებათა ცვლის პირობებში აუცილებელია სათანადო ყურადღება მივაქციოთ ჩვენს საკვებ რაციონს - კერძოდ, ყურადღება გავამახვილოთ საკვები ღირებულებებით მდიდარ პროდუქტებზე, დაბალი კალორიულობის მქონე პროდუქტებზე როგორიცაა უცხიმო ცილები და უჯრედისით მდიდარი ბოსტნეული.

რაც შეეხება დანამატების მიღებას, ეს ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის და შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარების შემდეგ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



_OTHER BLOGPOSTS_