ბლოგი:
მარტი 31, 2013
ავტორი Anika
ორგანული საკვების ავკარგიანობაზე წლების განმავლობაში არაერთი სამეცნიერო კვლევა ჩატარებულა, უამრავი პუბლიკაცია გამოქვეყნებულა და ვინ მოთვლის რამდენი დებატის მიზეზი გამხდარა. ერთი ხელის მოსმით ორგანულ საკვებს ვერავინ გმობს და მის უვარგისობაზეც ვერავინ მიუთითებს, თუმცა ყოფილა მცდელობები, როცა ორგანული საკვების პოპულარიზებას სწორად წარმართულ პიარს უფრო მიაწერდნენ, ვიდრე მის რეალურ ღირებულებას. ამიტომაც, დღეს მინდა რამდენიმე კონკრეტული მიზეზი გაგაცნოთ/შეგახსენოთ, რომელთა გამოც არ ღირს ორგანული კვების პრიორიტეტების უგულვებელყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკვები არც თუ ისე ხელმისაწვდომია ყველასთვის მაღალი ფასის გამო.
ორგანული პროდუქტების მთავარი უპირატესობა პესტიციდების მინიმალური რაოდენობაა. ჰარვარდის და ვაშინგტონის უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ორგანული პროდუქტების მიღებით დაახლოებით 90%-ით ნაკლები პესტიციდი ხვდება ორგანიზმში. ეს კი თავის მხრივ, ნევროლოგიური დაზიანებების და რიგი სიმსივნეების პრევენციაში გვეხმარება.
ორგანული გზით მიღებულ საქონლის ხორცში მინიმალურია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების არსებობის რისკი, ვინაიდან ორგანული პროდუქციის მწარმოებლებს ეკრძალებათ ანტიბიოტიკების გამოყენება. აშშ-ს მონაცემებით, ყოველწლიურად 90.000-მდე ამერიკელი იღუპება სწორედ ამ ანტიობიოტიკების რეზისტენტული ინფექციების გამო. გარდა ამისა, ორგანული ხორცის მწარმოებლები ვალდებული არიან საქონელი ისეთი პროდუქტით გამოკვებონ, რომელიც პესტიციდებისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალი იქნება.
ორგანული პროდექტების წარმოებისას კატეგორიულად იკრძალება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება - იცით, ალბათ, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ინტენსიურად გამოყენებადი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები ნაადრევ დაბერებას, სიმსუქნეს, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს და საკვები ალერგიების ზრდას იწვევს.
ორგანული საკვების წარმოებისას ამა თუ იმ პროდუქტისთვის ფერის შესაცვლელად მწარმოებლები ქიმიკატების ნაცვლად ბუნებრივ “გამაფერადებელ” საშუალებებს იყენებენ, ისეთებს როგორიცაა მაგალითად ჭარხლის წვენი.
ასე, რომ მიზეზები ორგანული პროდუქციის სასარგებლოდ, ვფიქრობ, საკმარისია. დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული, მიიღებთ თუ არა გადაწყვეტილებას, რომ თქვენი ბიუჯეტის გაცილებით გაზრდილი ნაწილი ჯანსაღ კვებას და ცხოვრების წესს მოახმაროთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა