We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რატომ სატაცური?!

_from blog_:
_May_ 22, 2013
_by_ Anika
სატაცური (ინგლისურად მას Asparagus ეწოდება) საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინ შემოვიდა. მგონი, მისი მოხმარება, ჩვენთან ფართოდ გავრცელებულ სხვა ბოსტნეულებთან შედარებით, ჯერ კიდევ ნაკლებ პოპულარულია. ამაში კი ბრალი სატაცურის ფასსაც შეიძლება დავდოთ, რომელიც მისი სტატუსის ადექვატურია - ტყუილად კი არ უწოდებენ მას “ბოსტნეულ-დელიკატესს”. ასე, რომ თუ დელიკატესის დაგემოვნება გსურთ, ჯიბეც სათანადოდ ეკიპირებული უნდა გქონდეთ, რას ვიზამთ.

თბილისში ძირითადად მწვანე შეფერილობის სატაცურს შევხვედრივარ - ასეთი ჯიში ძირითადად აშშ-ში და ბრიტანეთში იზრდება თურმე, ფრანგული წარმომავლობის იასამნისფერ-მელნისფერი შეფერილობისაა. თეთრ სატაცურს თუ წააწყდებით, არ გაგიკვირდეთ, უცნარად კი გამოიყურება, მაგრამ ესეც სატაცურია და ასეთი სახეობა ესპანეთსა და ჰოლანდიაში იზრდება.

1901_MEDIUM

გამოგიტყდებით და რაიმე განსაკუთრებული გემოთი ნამდვილად არ გამოირჩევა, ასე რომ “რაღაც სატაცური მომენატრა” მომენტს თქვენს ცხოვრებაში ტყუილად ნუ დაელოდებით. უბრალოდ, საყიდლებზე ყოფნისას მოკიდეთ ხელი და იყიდეთ. რატომ უნდა გვიყვარდეს სატაცური? ბანალურად რომ ვთქვათ, ძალიან სასარგებლოა. თუ დავკონკრეტდებით, გეტყვით, რომ ის დიდი რაოდენობით შეიცავს A და C ვიტამინს (რომლებიც ჩვენი სილამაზისთვის ფრიად მნიშვნელოვანი ვიტამინებია), კალიუმს, რკინას და კალცს.

სატაცურის შესაყვარებლად კიდევ ერთი მიზეზიც არსებობს: ის უმარტივესი მოსამზადებელია, თითქმის არც არავითარი შემზადება მას არ სჭირდება. ყიდულობთ, რეცხავთ, აჭრით უხეშ ბოლოებს და ის “თავდადებისთვის” მზადაა. სულ რაღაც 3-5 წუთი სჭირდება მოსახარშად, უფრო ჯანსაღ, ორთქლზე მომზადების მეთოდს თუ აირჩევთ, აქაც დაახლოებით 4-5 დაგჭირდებათ. ან კიდევ მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და დაახლოებით 15 წუთით მოათავსეთ ზეითუნის ზეთით გაცხელებულ ტაფაზე. სურვილისამებრ ნებისმიერი ტიპის სოუსი შეგიძლიათ დაუმატოთ, მაგრამ სხვა ბოსტნეულთან ერთად გარნირად, მერწმუნეთ სოუზის გარეშეც კარგია.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_