ბლოგი:
ივლისი 22, 2017
ავტორი Anika
ვინც ჯანსაღი კვების და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინტერნეტში არსებულ პუბლიკაციებს პერიოდულად ეცნობით, კარგად გეცოდინებათ, რამდენად პოპულარულია ბოლო წლებში სხვადასხვა ტიპის მცენარეული რძეები. თბილისშიც უკვე ზოგიერთ კაფესა და რესტორანში თამამად შეიგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი საყვარელი ყავა ქოქოსის ან სოიოს რძით. ნუშის რძეს ზოგი სახლის პირობებში ამზადებს მარტივად, ქოქოსის და სოიოს რძის შეძენა კი უკვე თბილისის სუპერმარკეტებშიც აღარ წარმოადგენს დიდ პრობლემას. მოკლედ, მცენარეულ რძეებს აქტიურად მოვიხმართ, თუმცა შესაძლოა ყველამ კარგად არ ვიცით, რომელი რძე რეალურად რისთვის არის სასარგებლო და რა კონკრეტული შედეგი მოაქვს. დღევანდელ პოსტში ამ საკითხში გარკვევას შევეცდებით.
ქოქოსის რძე ქოქოსის დაქუცმაცებული რბილობის და წყლის არევის შედეგად მიიღება. კონსისტეციით ის სქელია სხვა რძეებთან შედარებით. ეს რძე :
ნუშის რძეს მსუბუქად დაკრავს თხილის არომატი და საკმაოდ სასიამოვნო დასალევია დამოუკიდებლად. ის:
სოიოს რძე რეალურად, ძროხის რძის ყველაზე პოპულარული ალტერნატივაა და არ ჩამოუვარდება მას ცილების შემცველობით. ამ რძეს ნეიტრალური გემო და სქელი კონსისტენცია აქვს. მას ხშირად იყენებენ კარტოფილის პიურეს მოსამზადებლად, რაც კერძის კალორიულობას ამცირებს. ამ რძის ერთადერთი მინუსი უჯრედისის არქონაა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა
ქოქოსის რძე ქოქოსის დაქუცმაცებული რბილობის და წყლის არევის შედეგად მიიღება. კონსისტეციით ის სქელია სხვა რძეებთან შედარებით. ეს რძე :
- მცირე რაოდენობით შეიცავს ნაჯერ ცხიმებს - 100 მლ-ში დღიური ნორმის 8%-ია დაახლოებით;
- მდიდარია B12 ვიტამინით, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირებისთვისაა მნიშვნელოვანი;
- დაბალკალორიულია - ერთი ჭიქა ასეთ რძეზე სულ რაღაც 50 კკალ. მოდის. ამიტომაც, ის იდეალურია წონაში დაკლების მსურველებისთვის და მათთვის, ვინც ზოგადად ფორმას უფრთხილდება და თან ტკბილეულიც უყვარს.
ნუშის რძეს მსუბუქად დაკრავს თხილის არომატი და საკმაოდ სასიამოვნო დასალევია დამოუკიდებლად. ის:
- დაბალკალორიულია: ერთი ჭიქა ასეთი რძე მხოლოდ 30 კკალ-ს შეიცავს, ამდენად იდეალურია დიეტის და დეტოქსის დროს;
- შეიცავს დიდი ოდენობით კალციუმს და E ვიტამინის დღიური ნორმის 50%-ს. როგორც გახსოვთ, E ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია და ეფექტიანია კანის ნაადრევ დაბერებასთან საბრძოლველად;
- იდეალური ინგრედიენტია სმუზების მოსამზადებლად და მისი ცილებით გასამდიდრებლად. თუ ამ რძეს მზას იყიდით, მიაქციეთ ყურადღება, რომ შაქარს არ შეიცავდეს - ზოგი მწარმოებელი ასეთ რძეს შაქარს ამატებს, რაც სასმელს დიეტურ თვისებებს აკარგინებს.