We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რატომ უნდა გვიყვარდეს ბალი

_from blog_:
_June_ 23, 2017
_by_ Anika
ზაფხულის სიყვარულისთვის ყველას თავისი მიზეზი აქვს: ზოგს მზე და სიცხე ხიბლავს, ზოგს ხანგრძლივი დასვენების შესაძლებლობა, ზოგსაც დიდი რაოდენობით ცოცხალი ხილი. ვინაიდან სიცხის მოყვარული არ ვარ და არც ერთთვიანი დასვენების შესაძლებლობა მაქვს, ამდენად, მეც ფერად-ფერადი ხილის მოყვარულთა კატეგორიაში გავდივარ. რატომაც არა? ხილი დაბალკალორიულია, დიდი ოდენობით შეიცავს წყალს და იდეალურია ზაფხულში ორგანიზმის მაქსიმალურად ვიტამინებით გასაძლიერებლად. ზაფხულის გამორჩეულად საყვარელი ხილი კი ბალია, რაზეც დღევანდელ პოსტში ვისაუბრებთ.

ბალი ალუბლის ნაირსახეობად ითვლება, უფრო სწორად, ის ალუბლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, რომელიც საუკუნეების წინ თანამედროვე დანიის და შვეიცარიის ტერიტორიაზე მოდიოდა. დღეისთვის კი ბალი, როგორც წესი, თბილ ქვეყნებთან ასოცირდება. სასიამოვნო გემოს გარდა, რა მიზეზები არისებობს საიმისოდ, რომ ზაფხულის სეზონზე მაქსიმალურად მივირთვათ ბალი?

1. ის ენერგიის წყაროა. მასში შემავალი ბუნებრივი შაქრების დიდი ოდენობის გამო, ბალი უცებ აგავსებთ ენერგიით და განწობასაც გამოგისწორებთ.

700x467_0xd42ee42d_5969708231435877201

2. ბალი ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს. ბალი შეიცავს მელატონინს - მრავალფუნქციურ ჰორმონს, რომელიც სხვა თვისებებთან ერთად, ძილის და ჩვენი ბიორიტმების დარეგულირებას უწყობს ხელს. ამიტომაც, ეს არომატული ხილი შესაძლოა უძილობის შემთხვევაში დაგეხმაროთ - ყოველდღიურად ერთ მუჭა ბალს თუ მიირთმევთ, ექიმების თქმით, ეს დადებითად აისახება თქვენი ძილის რიტმზე.

3. მასში შემავალი ბეტა-კაროტინის წყალობით, ბალის სისტემატური მირთმევა ხელს უწყობს მხედველობის სიჯანსაღის შენარჩუნებას.

4. ბალი 114 სახეობის ანტიოქსიდანტს შეიცავს, მათ შორის კი რამდენიმე საკმაოდ ძლიერი ანტიკანცეროგენია. ამის გამო, ეს ხილი სიმსივნის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ეფექტიან პროდუქტად ითვლება.

5. ზემოხსენებული ანტიოქსიდანტების დამსახურებით, ბალი დადებითად მოქმედებს ჩვენი კანის მდგომარეობაზეც: ორგანიზმს ტოქსინებისგან განთავისუფლებაში ეხმარება, A ვიტამინი კი კანის ქსოვილების შენარჩუნებას და აღდგენას უწყობს ხელს.

6. მის შემადგენლობაში არსებული ანტოზიანების წყალობით, ბალი სტიმულირებს უწევს თავის ტვინის ფუნქციონირებას, ადამიანის ასაკის მიუხედავად.

_OTHER BLOGPOSTS_