წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რატომ უნდა გვიყვარდეს ვაშლის ძმარი

ბლოგი:
ივნისი 26, 2012
ავტორი Anika
ვაშლის ძმარს პირველად ორსულობის პერიოდში "დავუმეგობრდი" - მახსოვს, ხილის ჩირისგან, ვაშლის ძმრისგან და კიდევ რამდენიმე კომპონენტისგან ვიტამინების და მინერალების უნიკალური კომპლექსის დამზადება როგორ მასწალეს და როგორ მივდევდი მას რამდენიმე თვის განმავლობაში.

სამწუხაროდ, მას შემდეგ ვაშლის ძმართან დროებით გავწყვიტე კავშირი, ვიდრე ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდებოდი, სადაც ამ ძმრის განსაკუთრებული თვისებები იყო აღწერილი.

დღევანდელ წერილში სწორედ ვაშლის ძმრის ამ რამდენიმე თვისებაზე მინდა მოგითხროთ, რომელთა შესახებაც ცნობილი ამერიკელი ექიმ-დიეტოლოგის, ფრანკ ლიპმანისგან შევიტყვე:

1. ტოქსინების გამოდევნა

ვაშლის ძმარში შემავალი ბუნებრივი მინერალები, ვიტამინები და ენზიმები იდეალური ყოფილა ნებისმიერი დეტოქს დიეტის დროს- მისი შეუცვლელი მჟავები ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებისგან განთავისუფლებაში. გარდა ამისა, ვაშლის ძმარს ღვიძლის გაწმენდის  დროსაც აქტიურად იყენებენ.

2. წონის კლება

იმის გამო, რომ ვაშლის ძმარს სისხლში შაქრის დონის დიდი ხნით რეგულირება და მადის გარკვეულწილად "ალაგმვა" შეუძლია, მას ყველაზე ხშირად წონაში დაკლების მსურველები იყენებენ. მისი მიღება ძალიან მარტივია: საკვების მიღებამდე 1-2 სუფრის კოვზი ძმარი ცოტაოდენ წყალში გახსენით და დალიეთ.

3. საჭმლის მონელების გაუმჯობესება

მათთვის, ვისაც საჭმლის გადამამუშავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, ვაშლის ძმარი საუკეთესო მეგობრად შეიძლება იქცეს. გარდა იმისა, რომ მას გარკვეული ტიპის საკვების მონელებასთან დაკავშირებლი ზოგადი ხასიათის დისკომფორტის შემსუბუქება შეუძლია, ამბობენ, რომ, ყოველ საკვებთან ერთად მიღების დროს, ის მჟავიანობის ქრონიკულ რეფლუქსზეც ძალიან დადებითად მოქმედებს.

4. კანთან დაკავშირებული პრობლემები

სტატისტკა აჩვენებს, რომ ვაშლის ძმრის ყოველდღიურად მიღება ძალიან სასარგებლო გალენას ახდენს სახის კანზე, განსაკუთრებით, აკნე\გამნაყარისკენ მიდრეკილ კანზე. არაერთი მომხმარებელი ადასტურებს, რომ მათ სახის კანი საგრძნობლად გაეწმინდათ.

5. რბილი და მბზინვარე თმისთვის

ექსპერტები ადასტურებენ, რომ ვაშლის ძმრის მთავარი კომპონენტი ძმრის მჟავა თმას სხვადასხვა თმის მოვლის საშუალებების ნარჩენებისგან ათავისუფლებს და თმის ჯანსაღი და მბზინავი იერის შენარჩუნებაში ეხბარება. გარდა ამისა, ის თმის ბუნებრივი ph- ის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს, ანადგურებს ბაქტერიებს და ეფექტურია ქერტლის წინააღმდეგ ბრძლაში.

მიღების წესს და დოზირებას რაც შეეხება, ექიმები გვირჩევენ 1-3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ერთ ჭიქა თბილ ან გრილ წყალში გავხსნათ და ყოველი კვების წინ დავლიოთ. შესაძლებელია ძმრის ცხელ წყალში დამატებაც და თაფლთან ერთად, ჩაის სახით მირთმევა. ამასთან ერთად, მას სალათებზე მოსასხმელადაც გამოიყენებემ ზეითუნის ან სელის ზეთთან ერთად.

დღეისთვის ეს იყო, მომდევნო პოსტამდე.

ანიკა













მსგავსი ბლოგები