ბლოგი:
ოქტომბერი 29, 2015
ავტორი Anika
ვერ დავიკვეხნი, საყვარელი ხილის კატეგორიაში შედის-თქო, მაგრამ ვაღიარებ, რომ საკმაოდ გემრიელი და არომატულია და როგორც ირკვევა, ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს. ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილი მდიდარია მიკროელემენტებით და გლუკოზას და ფრუქტოზას მაღალი შემცველობის გამო საკმაოდ ნოყიერი საკვებია. ხურმა დიდი რაოდენობით შეიცავს თუთიას, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს და რკინას. ამას გარდა, საკვები ბოჭკოების შემცველობით ის არაფრით ჩამოუვარდება ვაშლს, ამიტომაც, ხურმა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის ფუნქციების გაუმჯობესებას, კარგად აისახება ჩვენს მხედველობაზე, დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.
ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო კანზე მისი ზეგავლენაა. როგორც გავარკვიე, ხურმა კარგად ახერხებს კანის ტონიზირებას და დაბერების პირველ ნიშნებსაც ეფექტურად ებრძვის. ამ ხილის ექსტრაქტზე არაერთი პროფესიონალური კოსმეტიკური ნიღაბი მზადდება. ამას გარდა, სახლის პირობებშიც მარტივად შეგვიძლია მისგან სარგებლის მიღება: მაგალითად, მათ, ვისაც გაგანიერებული ფორები და გამონაყარისკენ მიდრეკილება აწუხებს, შეუძლიათ ხურმას რბილობის და კვერცხის გულისგან დაამხადონ სახის ნიღაბი, ხოლო კანის ზოგადი ტონუსის ასამაღლებლად, გახეხილი ხურმა და ნაღები უნდა შევურიოთ თანაბარი პროპორციებით, მიღებული მასა წავისვათ სახეზე და 15-20 წუთი დავიტოვოთ, რის შემდეგაც თბილი წყლით ჩამოვიბანთ.
საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ ხურმა სასარგებლოა მათთვის, ვისაც სისხლძარღვების ვარიკოზი და ღრძილებიდან სისხლის დენა აწუხებს - მასში შემავალი P და C ვიტამინების წყალობით, ის ზოგადად, სისხლძარღვების მუშაობაზე დადებითად მოქმედებს.
სტრესთან გასამკლავებლად ეფექტურია ხურმას როგორც რბილობი, ასევე მისი წვენიც. როგორ სხვადასხვა რეკომენდაციებში წერენ, თუ ზამთრის განმავლობაში სისტემატურად მივიღებთ ხურმა, ამით შესაძლებელი იქნება ჩვენი განწყობის და ემოციური მდგომარების გაუმჯობესება. ხოლო ძილის წინ ამ ხილის რამდენიმე ნაჭერი, როგორც ამბობენ, კარგად გაუმკლავდება უძილობასთან დაკავშირებულ პრობლემას.
და ბოლოს, არანაკლებ მნიშვლნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ისევე როგორც სხვა მოყვითალო შეფერილობის ხილ-ბოსტნეული, ხურმა დიდი რაოდენიბით შეიცავს ბეტა-კაროტინს, რაც მას ძლიერ ანტიოქსიდანტად აქცევს, ამის წყალობით კი ხურმა სასარგებლოა კანის დაბერებასთან და სიმსივნურ დაავადებებთან საბრძოლველად.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა