ბლოგი:
ივლისი 06, 2016
ავტორი Anika
კოჭა, იგივე ჯანჯაფილი და ხანდახან ჯინჯერიც (არადა Ginger ინგლისურენოვანი სახელწოდებაა) - ქართულ დახლებზე მრავალნაირი დასახელებით შეხვდებით ამ უნიკალურ ფესვებს, რომელიც ცოცხალი ფესვის ფორმის გარდა, ფხვნილის სახითაც იყიდება სანელებლების განყოფილებაში. კოჭას ფესვს პირველად რამდენიმე წლის წინ დავუმეგობრდი, ორსულობისას და ნამდვილად არ იყო კარგი გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად დაბალწნევიანი ვარ და ორსულობისთვის დამახასიათებელი კიდეფ უფრო დაქვეითებული არტერიული წნევის ფონზე, კოჭას ლიმონთმა თავბრუხვევა და უსიამოვნო შეგრძნებები მომგვარა - ეს გაფრთხილების სახით, რომ დიდი რაოდენობით კოჭა წნევას აქვეითებს. სხვა მხრივ, კი ეს აღმოსავლური პროდუქტი აბსოლუტურად უნიკალური გამოგონებაა თავისი თვისებების გამო და ორგანიზმისთვის ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია:
1. ხელს უწყობს საკვების მონელებას. მას ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს, შეუძლია გულისრევის შეგრძნების და მუცლის ტკივილის შემსუბუქება. კოჭა შეგიძლიათ ცოცხლად მიიღოთ (დაღეჭოთ) ან შესაბამის სმუზიში დაამატოთ და დალიოთ.
2. ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას/გაწმენდას. კოჭას თავისუფალი რადიკალების დათრგუნვა შეუძლია, რაც ჩვენს ღვიძლს დეტოქსიკაციაში დაეხმარება. ამას გარდა, თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფით, ზოგადად ორგანიზმის გაჯანსაღებას და ნაადრევი დაბერების პრევენციასაც შევუწყობთ ხელს.
3. რიგ შემთვევებში შველის ტოქსიკოზს. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და ტოქსიკოზიც ყველა ორსულს თავისებური აქვს, მაგრამ შემოტევის დროს, შეგიძლიათ პატარა ნაჭერი მიირთვათ, ნელა დაღეჭოთ და დააკვირდეთ, როგორ იმოქმედებს თქვენზე.
4. შველის კუნთების დაჭიმულობას. ვარჯიშის შემდეგ, როცა მთელი სხეული დაჭიმულ ზამბარას გაგონებთ, აუცილებელია ამ დაჭიმულობის მოხსნა და კუნთების მოდუნება. მე არ გამომიცდია, მაგრამ როგორც ამბობენ, კოჭა ამ შემთხვევაში საკმაოდ ეფექტიანია.
5. შველის ყელის ტკივილის დროს. როგორც კი იგრძნობთ, სიმშრალეს ყელში, უსიამოვნო შეგრძნება გაგიჩნდებათ, ტკივილის შემსუბუქებაში კოჭას ჩაი დაგეხმარებათ, რომელიც მარტივი მოსამზადებელია: კოჭას ფესვის სქელ ნაჭერს წვრილად დავჭრით, დავასხამთ 3 ჭიქა წყალს, შევდგამთ ცეცხლზე და წამოვადუღებთ. გადმოვდგამთ და 15 წუთი თავსახურის გარეშე გავაჩერებთ, შემდეგ 3 სუფრის კოვზ თაფლს დავუმატებთ, კოჭას გადავწურავთ და დარჩენილ ჩაის მივირთმევთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა