წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რატომ უნდა მივირთვათ ატამი

ბლოგი:
ივნისი 06, 2018
ავტორი Anika
ბუსუსებიანი კანი ერთადერთი ფაქტორია, რის გამოც ამ ხილს ხელუხლებლად ვერ მივირთმევ, თორემ ისე მგონია, რომ ატამი სწორედ ის ხილია, რომლითაც სრულად, ბოლო ჩაკბეჩამდე უნდა ისიამოვნო. არომატული, ტკბილი, წყლიანი, ნოყიერი ატამი ძალიან ბევრი მიზეზის გამო უნდა შეიყვანო ზაფხულის ხილის ტოპ სამეულში, გარგართან და ალუბალთან ერთად:

- ატამი ადამიანის ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან არაერთ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: მდიდარია A ვიტამინით, ბეტა-კაროტინით, C ვიტამინით, შეიცავს E, K, B1, B2, B3, B6 ვიტამინებს კალიუმთან, კალციუმთან, მაგნიუმთან, რკინასთან და თუთიასთან ერთად.

- ატამი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რისი წყალობითაც წარმოადგენს ანტიკანცეროგენს და პრევენციულ როლს თანაშობს სიმსივნურ დაავადებებთან მიმართებაში;

- C ვიტამინის მაღალი შემცველობის მეშვეობით, ატამი დადებით გავლენას ახდენს ჩვენი კანის მდგომარეობაზე, იცავს მას თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და ნაადრევი დაბერებისგან. გარდა ამისა, ატამში არსებული ანტიოქსიდანტები ზეაქსანტინი და ლუტეინი პრევენციულად მოქმედებენ ულტრაიისფერი სხივებისგან კანის დაცვის მხრივ, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს ახალგაზრდა და ჯანსაღ კანს;

peachcalories

- ვინაიდან ატამი ბეტა-კაროტინითაა მდიდარი, ეს უკანასკნელი კი ორგანიზმში A ვიტამინად იქცევა, შესაბამისად, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანსაღი მხედველობის შენარჩუნებაში და სხვადსხვა თვალის დაავადებების პრევენციაში;

- უჯრედისის მაღალი შემცველობით გამორჩეული ატამი, დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე. ამას გარდა, უჯრედისი დიდი ხნით გვიქრობს შიმშილის გრძნობას, რასაც ერთგვარი დიეტური ეფექტიც აქვს ჩვენს ყოველდღიურ რეჟიმზე;

- ფოსფორის და კალციუმის წყალობით, ატამი ხელს უწყობს ჩვენი ძვლოვანი სისტემის და კბილების სიჯანსაღეს;

- ამ ყველაფერთან ერთად ტკბილი და გემრიელი ატმით მომზადებული სმუზი ზაფხულის დღეებში განსაკუთრებით სასიამოვნო და გამაგრილებელია. სმუზი შეგიძლიათ მოამზადოთ რბილი ატმის, სხვადასხვა კენკრის, წყლის, კეფირის ან მაწონის, ბანანის, გარგარის კომბინაციით,

მსგავსი ბლოგები