წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რატომ უნდა მივირთვათ ავოკადო

ბლოგი:
ივნისი 05, 2018
ავტორი Anika
კითხვაზე "რატომ უნდა მივირთვათ ავოკადო" პასუხი მარტივია: ეს ხილი ძალიან გემრიელი, ნოყიერი და ორგანიზმისთვის სასარგებლოა. ნუ დაგაბნევთ ავოკადოს სხვადასხვა შეფერილობა: ხასხასა მწვანე ფერიდან შავი ფერის ჩათვლით და მსხლის ფორმის თუ ოვალური, ავოკადო ნებისმიერი ფორმით სასარგებლოა, თუმცა ყველაზე გავრცელებული ჰასის ტიპის ავოკადოა (მეტსახელად "ნიანგის მსხალი"), რომელსაც მსხლის ფორმა და ხორკლიანი ზედაპირი აქვს. ავოკადოს სასარგებლო არსენალი 20-მდე ვიტამინს და მინერალს მოიცავს, მათ შორის, K, C, B5, B6, E ვიტამინები, ფოლიუმის მჟავას, რკინას, თუთიას, მაგნიუმს, ფოსფორს და კალიუმს:

1. ავოკადო გაცილებით მეტი ოდენობით კალიუმს შეიცავს, ვიდრე ბანანი, კალიუმი კი სწორედ ის ნივთირებაა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საჭირო ოდენობით ვერ იღებს: 100 გრამ ავოკადოზე კალიუმის დღიური ნორმის დაახელობით 14% მოდის.

2. ავოკადოს მონოუჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა აქვს, მონოუჯერი ცხიმები კი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე. რეალურად, ავოკადოს კილოკალორიების 77% ცხიმებზე მოდის, თუმცა ეს ამ ცხიმის დიდ ნაწილს ოლეის მჟავა წარმოადგენს - იგივე მჟავა, რომელსაც ზეითუნის ზეთი შეიცავს - რომელიც დადებითად მოქმედებს ანთებით პროცესებზე და ანტიკანცეროგენული მოქმედებაც აქვს რიგი კვლევების თანახმად.

Green ripe avocado

3. ავოკადო მდიდარი უჯრედისით - მისი წონის 7% უჯრედისზე მოდის, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ნებისმიერ სხვა პროდუქტთან შედარებით. ზოგადად, უჯრედისის საჭირო ოდენობით მიღება კი მნიშვნელოვანია წონის რეგულირებისთვის და ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის.

4. ავოკადოს რეგულარულად მირთმევა დადებითად მოქმედებს სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეზე, რაც თავის მხრივ, გულის ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი.

5. ავოკადო დიდი ოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ისინი კი პოზიტიურად მოქმედებენ ჩვენს მხედველობაზე.

6.

მსგავსი ბლოგები