ბლოგი:
ნოემბერი 02, 2017
ავტორი Anika
რა არჩევანი გვაქვს შემოდგომაზე ვიტამინების მარაგის შესავსევად? ხილი, როგორც წესი, საუკეთესო არჩევანია ამ შემთხვევაში, კონკრეტულად კი C ვიტამინის შემცველი ხილი. თუმცა, შემოდგომაზე ფორთოხლის და ვაშლის გვერდით დახლებზე თავმომწონე ბროწეულსაც შეხვდებით, რომელიც მისი უნიკალური თვისებების წყალობით, შემოდგომის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
ბროწეულის მიღება მარტივად არის შესაძლებელი - ეს უგემრიელესი ხილი შეგვიძლია სალათებში, ბრინჯისგან დამზადებულ კერძებში, ხორცის კერძებში და მაწონსა და იოგურტებში გამოვიყენოთ. ამას გარდა, ბროწეულის წვენის გამოწურვაც არის შესაძლებელი. ერთი საშუალო ზომის ბროწეული დაახლოებით 100 მარცვალს შეიცავს და კილოკალორიები მასში იმავე რაოდენობისაა. შესაბამისად, ბროწეული იდეალური დაბალკალორიული ინგრედიენტია, რომელიც საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება ან უბრალოდ მისი გაკონტროლება სურს. ბროწეულისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებების გამო, ის იდეალურია რიგი დაავადებების პრევენციისთვის, როგორიცაა სიმსივნური და გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები. ამას გარდა, ბროწეულს სხვა განსაკუთრებული თვისებებიც გააჩნია:
1. ბროწეული ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის დაბლა დაწევას. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც დადებითად მოქმედებს ორგანიზმის არაერთ სისტემაზე, მათ შორის, დაბლა წევს არტერიულ წნევას და ამცირებს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების რისკს.
2. ბროწეული ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, რის გამოც ეს ხილი იდეალური დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. შაქარი, როგორც ვიცით, არაერთი დაავადების მაპროვოცირებელია, მათ შორის, ჭარბცხიმიანობის, შაქრიანი დიაბეტის და კანის პრობლემების. ამიტომაც, მნიშვნელოვანია შაქრის ლიმიტირებული ოდენობით მიღება. ბროწეულის გლიკემიური ინდექსი 35-ია, რაც იდენტურია სტაფილოს ინდექსის და მხოლოდ 5 პუნქტით აღემატება მწვანე ვაშლისას .
3. დიდი ოდენობის ანტიოქსიდანტების წყალობით, ბროწეული აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას: აუმჯობესებს მეხსიერებას და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ამაღლებს კოგნიტურ (შემეცნებით) უნარებს. ასევე, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბროწეულმა შესაძლოა შეამციროს ალცჰეიმერის განვითარების რისკი.
4. ბროწეული ანელებს დაბერების პროცესს, მასში შემავალი ძლიერი ანტიოქსიდანტების ხარჯზე. ამიტომაც, სისტემატურად მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები სალათს ან სხვა კერძებს, რასაც დღის განმავლობაში მიირთმევთ.
5. ყველაფერთან ერთად, ბროწეული დადებითად აისახება ჩვენს გუნება-განწყობაზე: ბროწეული ხელს უწყობს სისხლში სეროტონინის დონის მომატებას და ტვინში ხასიათის მკვეთრ ცვლილებას აბალანსებს. ამასთან, ბროწეული ახდენს შფოთვის და დეპრესიის მდგომარეობის პრევენციას, როგორც ამას კვლევები ადასტურებენ.
ასე რომ საშემოდგომო ხილ-ბოსტნეულის ყიდვისას, გულგრილად ნუ ჩაუვლით ბოსნტეულს და გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა მისი წყალობით.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა