We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რატომ უნდა მივირთვათ ბულგარული წიწაკა

_from blog_:
_June_ 05, 2017
_by_ Anika
საქართველოში ბულგარული წიწაკა საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული ბოსტნეულია, თუმცა, მას მეტწილად თერმულად დამუშავებულს - შემწვარს და მოთუშულს მივირთმევთ ხოლმე, ყველაზე მეტი სარგებელი კი თერმულად დაუმუშავებელ, ცოცხალ ბოსტნეულშია.

ბულგარულ წიწაკა დაბალკალორიული ბოსტნეულია, გამორჩეულად მდიდარია C ვიტამინით და სხვა ანტიოქსიდანტებით, რაც მას ჯანსაღი კვების რაციონის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. გემოც საკმაოდ სასიამოვნო აქვს, წითელ, ყვითელ და სტაფილოსფერს გამორჩეულად, მწვანეს ოდნავ მომწარო არომატი დაკრავს და სხვებთან შედარებით ნაკლებ გემრიელია.

ბულგარული წიწაკა 92% წყლისგან შედგება, დანარჩენი მის შემადგენლობაში ნახშირწყლები და მცირე ოდენობით ცილა და ცხიმია. 100 გრამი ცოცხალი ბოსტნეული 31 კკალ-ს, 1 გრ. ცილას, 6 გრ. ნახშირწყლებს და 0.3 გრამ ცხიმს შეიცავს. მათ შორის მცირე ოდენობით ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმ-მჟავებსაც. C ვიტამინის მაღალი შემცველობის გარდა, ეს ფერად-ფერადი წიწაკები მდიდარია B6 (მნიშვნელოვანია სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის), K1 (დადებითაც მოქმედებს ძვლების მდგომარეობაზე) ვიტამინებით, კალიუმით (უმნიშვნელოვანესია გულის ჯანმრთელობისთვის), ფოლიუმის მჟავით (სავალდებულოა ორსულობისას), E (არსებითია ჯანსაღი ნერვებისა და კუნთებისთვის) და A ვიტამინებით. რეალურად, ერთი საშუალო ზომის ბულგარული წიწაკის მირთმევით C ვიტამინის დღიური ნორმის 169%-ს მიიღებთ.

ზემოთ ჩამოთლილის გარდა, ეს ბოსტნეული მდიდარია სხვადასხვა ტიპის ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა კაროტენოიდები, კაპსანტინი, ლუტენი, ვიოლაქსანტინი, რაც საბოლოო ჯამში არამხოლოდ ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო, არამედ თავისუფალი რადიკალების პრევენციასა და განადგურებაში გვეხმარება და შესაბამისად, კანის ნაადრევ დაბერებას უშლის ხელს. კონკრეტულად ლუტენის და ზეაქსანტინის ანტიოქსიდანტები კვლევების თანახმად, თვალის ჯანმრთელობაზე აისახება დადებითად, კარტენოიდების სისტემატური მოხმარებით კი შესაძლოა კატარაქტას დაავდების პრევენციაც კი მოხდეს. ერთადერთი საგულისხმო ბულგარული წიწაკისამდე ადამიანების გარკვეული ნაწილის ალერიგულობაა, სხვა ნეგატიური ეფექტი ჯანმრთელობაზე ამ ბოსტნეულში ნაჩვენები არ არის.

_OTHER BLOGPOSTS_