წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რატომ უნდა მივირთვათ ჭარხალი

ბლოგი:
მარტი 25, 2016
ავტორი Anika
ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის "მოდური" პროდუქტების ჩამონათვალში ჭარხალი ცოტა ხნის წინ შევიდა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეს მრავალი სასარგებლო თვისებით დაჯილდოებული ბოსტნეული უკანა თაროზე იყო შემოდებული. არადა B ჯგუფის ვიტამინების, რკინის და კალიუმის გარდა ჭარხალი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან არაერთ ინგრედიენტს შეიცავს. მაინც, რით არის გამორჩეული ის:

1. აუმჯობესებს არტერიულ წნევას - ექიმების თქმით, ჭარხალი დიდი რაოდენობით აზოტს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში შემდგომი გარდაქმნის შედეგად სისხლძარღვების მოდუნებას და გაფართოებას უწყობს ხელს, რაც უკეთეს სისხლის მიმოქცევას და გაუმჯობესებულ არტერიულ წნევას ნიშნავს.

GettyImages-484761271

2. ამცირებს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების რისკს - ჭარხალი ასევე მდიდარია მცენარეული წარმოშობის ალკალოიდ ბეტანით, ისევე როგორც ფოლიუმის მჟავით, ორივე ერთად კი სისხლში ჰემოცისტინის დონეს დაბლა სწევს და ამით არტერიების დაზიანების და გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.

3. ჭარხალი ათლეტების ერთ-ერთი საყვარელი ბოსტნეულია, ვინაიდან ის გამძლეობას და ამტანობას ზრდის. გამოცდილი ათლეტების თქმით, იდეალურ ვარიანტში 3-5 ჭარხლამდე (ზომას გააჩნია) უნდა მივიღოთ დიდ ფიზიკურ აქტივობამდე 2-3 საათით ადრე.

GettyImages-460689429

4. თავის ტვინის გაუმჯობესებული ფუნქციონირება - როგორც ზემოთ ვთქვით, ჭარხალი სისხლძარღვებს ადუნებს და აფართოებს, შედეგად მოსალოდნელია თავის ტვინის გაუმჯობესებული ფუნქციონირებაც. ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი ორგანიზმი სულ უფრო ნაკლები რაოდენობით გამოიმუშავებს ამ ჯადოსნურ ნივთიერებას, ამიტომაც ჭარხლის ზომიერად მიღებით ამ პროცესის დარეგულირებას შევუწყობთ ხელს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, იმ ადამიანებში, რომლებიც აზოტით მდიდარ საკვებს იღებდნენ, მეტი რაოდენობით სისხლი მიეწოდებოდა თავის ტვინის იმ მონაკვეთს, რომელიც ფოკუსირებაში, დეტალებზე ყურადღების მიქცევასა და ორგანიზებაში გვეხმარება.

5. ჭარხალში არსებული ამინო-მჟავა ბეტანი ღვიძლშო ცხიმის დაგროვების პრევენციაში გვეხმარება.

6. უჯრედისით მდიდარი ჭარხლის სისტემატურად მიღება კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას აუმჯობესებს და ამცირებს ყაბზობის და ჰემოროიდის განვითარების რისკს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები