We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რატომ უნდა მივირთვათ გარგარი

_from blog_:
_June_ 15, 2017
_by_ Anika
ლეგენდის თანახმად, გარგარი თავდაპირველად ჩინელებს მოყავდათ, სანამ მას სპარსები აღმოაჩენდნენ. თუმცა, მის ზუსტ წარმომავლობას ნაკლები მნიშვნელობა აქვს როცა საქმე ამ ხილის დადებით თვისებებს ეხება.

1. გარგარი A ვიტამინის - იგივე რეტინოლის - ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. ცხიმში ხსნადი რეტინოლი დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ჩვენს კანს. რეტინოლი და ბეტა-კაროტინი (ასევე შედის გარგარში) ერთიანობაში თვალის სერიოზული დაავადების განვითარების პრევენციას ახდენენ.

2. გარგარი დიდი ოდენობით შეიცავს უჯრედისს. არ აქვს მნიშვნელობა ამ ხილს ცოცხლად თუ ჩირის სახით მიირთმევთ, გარგარი დიეტური უჯრედისის მნიშვნელოვანი წყაროა. ვინაიდან A ვიტამინი ცხიმში ხსნადია, ამდენად, ხილს და შესაბამისად მის სასარგებლო თვისებებსაც ორგანიზმიც ადვილად ითვისებს. ყველაფერთად ერთად, გარგარი ხელს უწყობს ცხიმ-მჟავების დაშლას, რის გამოც ის კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

3. სასარგებლოა გულისთვის. ვინაიდან გარგარი დიდი ოდენობით უჯრედისს შეიცავს, ამდენად, ის ცუდი ქოლესტერინის შემცირებას უწყობს ხელს. ამასთან, ის დადებითი ქოლესტერინის ზრდის სტიმულირებასაც ახდენს. დამატებით, გარგარში შემავალი კალიუმი ორგანიზმში ელექტროლიტების დონეს არეგულირებს და გულის კუნთებს ჯანსაღ მდგომარეობაში ყოფნას უწყობს ხელს.

4. გარგარი ანტიოქსიდანტების ფანტასტიური წყაროა, განსაკუთრებით მწიფე და რბილი ხილი. ყოველდღიურად მისი მიღება, ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარება და ჩვენი უჯრედებისთვის მავნე თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს.

5. გარგარი მდიდარია რკინით. მცენარეული წარმოშობის რკინა შედარებით ნელა აითვისება ორგანიზმის მიერ, ამდენად, უფრო ხანგრძლივად რჩება ორგანიზმში. ამიტომაც, რაც უფრო დიდ ხანს დააყოვნებს რკინა ორგანიზმში, მით უფრო მინიმალურია ანემიის განვითარების შანსი.

6.

_OTHER BLOGPOSTS_