ბლოგი:
აპრილი 29, 2016
ავტორი Anika
კეფირი იმ რძის პროდუქტებს მიეკუთვნება, რომელიც ასე ბუნებრივად, თანდაყოლილად იშვიათად ვინმეს თუ შეუყვარდება. ვერ დავიკვეხნი, მისადმი დიდი სიყვარულით ვარ გამსჭვალული-თქო, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითრათ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობ ხშირად ვიყიდო, მოვათავსო მაცივრის თვალსაჩინო თაროზე და კვირაში რამდენჯერმე მაინც გამახსენდეს მისი მირთმევა. რატომ ასეთი ძალისხმევა? იმიტომ, რომ კეფირი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე შეიძლება წარმოდგენილი გქონდეთ. კეფირის დიეტების შესაზებ ბევრი გსმენიათ, ალბათ, ბევრ თქვენგანს გამოცდილიც ექნება, თუმცა, გარდა იმისა, რომ ის დაბალკალორიული რძის პროდუქტია და წონაში კლებაში გვეხმარება, მას ჩვენი ორგანიზმისთვის დიდი სარგებელიც მოაქვს.
1. ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ვინდაინ კეფირი 10 ტიპის აქტიურ მიკროორგანიზმს შეიცავს, ამდენად ის გაცილებით მდიდარია პრობიოტიკებით (სასარგებლო ბაქტერია, რომელიც ნაწლავში ბუდობს), ვიდრე იოგურტი. ამიტომაც, კეფირის სისტემატური მიღება კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას დაარეგულირებს და შებერილობის და სხვა დისკომფორტის პრევენციაშიც დაგეხმარებათ.
2. კეფირი დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს. ცილები რომ ენერგიას გვაძლევს, დიდი ხნით გვანაყრებს და ეფექტიანია წონაში კლების დროს, ამის შესახებ დიდი ხანია ვიცით. ამიტომაც, თუ კეფირს ყოველდღიურ საკვებ რაციონში ჩავრთავთ, ასე კალორიებს მინიმალურად მივიღებთ, ერთი ჭიქა კეფირი კი საშუალოდ 8 გრამი ცილით უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმს.
3. ხელს უწყობს ჯანსაღი ნერვული სისტემის შენარჩუნებას. კეფირი, B ვიტამინის ერთ-ერთი ბუნებრივი წყაროა - განსაკუთრებით, B12 ვიტამინის, რომელიც რთულად მოსაძიებია, თუ თქვენ წითელ ხორცს, თევზს, ფრინველის ხორცს და კვერცხს არ მიირთმევთ - ანუ ვეგეტარიანიზმის შემთხვევაში. B12 ვიტამინი კი ძალზე მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის გამართული მუშაობისა და ჯანსაღი სისხლის უჯრედების შენარჩუნებისთვის.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა