წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რატომ უნდა მივირთვათ მარწყვი

ბლოგი:
მაისი 30, 2016
ავტორი Anika
მაისის თვე მარწყვის გამო გამორჩეულად მიყვარს: ზოგი უფრო ადრეც იწყებს ამ ხილის მირთმევას, მაგრამ მე, ძირითადად, მაისის დასაწყისიდან ვხსნი ხოლმე სეზონს. გავხსნი სეზონს და შემდეგ 2 დღეში ერთხელ ვყიდულობ ხოლმე ზომიერი რაოდენობით: მართალია, გარჩევა-რეცხვის პროცესი სიზრმაცისკეკნ მიბიძგებს, მაგრამ მირჩევანია, ახალი და ნორჩი მარწყვი მივირთვა, ვიდრე 2-3 დღე მაცივარში ნამყოფი, რომელიც ყოველგვარ სარგებელს და გემოს კარგავს.

მიზეზი მარწყვის სიყვარულისთვის ალბათ, არ დამელევა: წითელი ფერი+კენკროვანი ხილი+მოტკბო-მომჟავო გემო+ძალიან ლამაზია+სასარგებლოა! ყველას თავისი მიზეზი აქვს, ალბათ, თუმცა ობიექტური ჭეშმარიტება ერთია: მარწყვი ფრიად სასარგებლო და იმავდროულად პრაქტიკული ხილი მათთვის, ვინც წონას აკონტროლებს.

1. 200 გრამი მარწყვი მხოლოდ 53 კკალ-ს და 3.3 გრამ უჯრედისს შეიცავს.

2. ფორთოხლის იდენტურ რაოდენობას თუ შევადრით, მარწყვი მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი. 200 გრამ მარწყვშიC ვიტამინის დღიური რეკომენდებული დოზის 113% შედის.

3. მარწყვს საკმაოდ ზომიერი გლიკემიური ინდექსი აქვს: 41, რაც იმას ნიშნავს, რომ ტკბილის მოთხოვნილებას ისე დაგიკმაყოფილებთ, რომ უარყოფითად არ აისახება სისხლში შაქრის დონეზე.

4. ეს წითელი კენკრა შაქრის დაბალი შემცველობით გამოირჩევა: შეიცავს მხოლოდ 4.1 გრამ შაქარს 100 გრამ ხილზე. კენკრებში მასზე დაბალი შაქრის მაჩვენებელი მხოლოდ ჟოლოს აქვს.

5. მარწყვი მდიდარია ისეთი ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა პოლიფენოლი, რაც დადებითად მოქმედებს კანზე და აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს.

6. მარწყვი შეიცავს ვაშლის მჟავას, რაც კბილის ემალის გაღიავებაში გვეხმარება.

7. მარწყვი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე.

აქვე შემოგთავაზებთ მარწყვის სმუზის რეცეპტს, რომელიც ცილებით, უჯრედისით, C,B, და D ვიტამინებით, რკინით, კალციუმით, თუთიით და მაგნიუმითაა მდიდარი:

დაგვჭირდება 8 ცალი საშუალო ზომის მაწყვი, ნახევარი ბანანი, 200 გრამი დაბალცხიმიანი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1/4 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი,  2 ჩაის კოვზი ჩიას მარცვალი. ამ ყველაფერს დავაბლენდერებთ და სმუზიც მზადაა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები