წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რატომ უნდა მივირთვათ მწვანე სმუზები

ბლოგი:
აგვისტო 25, 2014
ავტორი Anika
სრულყოფილი დეტოქსი, რომელსაც გასხივოსნებამდე და სრულ ნეტარებამდე მიყავრხარ, არასდროს გამიკეთებია - დროისა და ნებისყოფის სათანადო მობილიზება ვერასდროს მოვახერხე. სამაგიეროდ, მქონდა წარმატება და შევძელი 3-დღიანი დეტოქსიკაციის გაკეთება ხილის და ბოსტნეულის წვენებით, რაც ნამდვილად ეფექტური იყო ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში, ორგანიზმში საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, თითქოს ერთბაშად რამდენიმე კილოგრამი დამეკლოს. ეს შეგრძნება პირდაპირ პროპორციულად აისახება სულიერ მდგომარეობაზეც და სასიამოვნო, პოზიტიურ და ოპტიმისტურ განწყობას მოგგვრით. გარდა ამისა, სახის კანი ჯანმრთელ ფერს და მბზინვარებას მიიღებს და 3 დღის შემდეგ სასწორზე დადგომისასაც დამერწმუნეთ, ფრიად ბედნიერი იქნებით.

მოკლედ, დეტოქსი არაჩვეულებრივი რამაა. დეტოქსის მნიშვნელოვანი წილი კი ახლად გამოწურულ ხილის და ბოსტნეულის წვენებზე მოდის, რომლებიც ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებით და ნივთიერებებით ამარაგებენ და ჩვენს სილამაზეზე ზრუნავენ. თუ თქვენც ჩემს მსგავსად, ჯერ დრო და ნებისყოფა ვერ მოიხელთეთ საიმისოდ, რომ ერთი სრულყოფილი დეტოქს-დიეტა გააკეთოთ, გირჩევთ საწყის ეტაპზე, ყოველდღიურ რაციონში მწვანე სმუზები შეიტანოთ. ვისაც მწვანე სმუზები არც დაგიგემოვნებიათ და მათ შესახებ არც კი გსმენიათ, დღევანდელ პოსტში მცირე ექსკურსიას შემოგთავაზებთ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მწვანე სმუზები ყველაზე სასიამოვნო და გემრიელია სმუზების მრავალრიცხოვან არმიას შორის. ხილის და ბოსტნეულის პროპორციას თუ 60:40-ზე გადავანაწილებთ, მაშინ ხილს დომინანტი არომატი ექნება, მწვანე ბოსტნეული კი ხილის სიტკბოს დააბალანსებს და პიკანტურ გემოს შესძენს სასმელს.

raw smoothie

გარდა ამისა, მწვანე სმუზი ძალიან ადვილი მოსანელებელია ორგანიზმისთვის. ბლენდერში კარგად დაქუცმაცებულ ხილსა და ბოსტნეულში უჯრედების დიდი ნაწილი დაშლილია, შესაბამისად სასარგებლო ნივთიერებები ძალიან მარტივად ასათვისებელი ხდება ორგანიზმის მიერ.

წვენებთან შედარებით მწვანე სმუზი სრულყოფილი საკვებია, ვინაიდან მათში უჯრედისის შემცველობა არის შენარჩუნებული. უჯრედისის მიღება კი ძალიან მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებისთვის.

ექიმების მტკიცებით, ქლორიფილის მოლეკულა, რომელსაც მწვანე ფერის ხილ-ბოსტნეული შეიცავს, ძალიან გავს ადამიანის სისხლის მოლეკულას. ამიტომაც, თუ თქვენ ქლოროფილით მდიდარ საკვებს მიიღებთ, ეს ერთგვარად ჯანსაღი სისხლის გადასხმის ტოლფასი იქნება. დღის განმავლობაში 2-3 ჭიქა მწვანე სმუზის მიღებით, თქვენს ორგანიზმს საჭირო რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს მიაწვდით და რაც მთავარია, ორგანიზმიც ადვილად აითვისებს მიღებულ სასარგებლო ნივთიერებებს.

მწვანე სმუზი მარტივი მოსამზადებელი - სულ 5 წუთი დაგჭირდებათ და სხვა სმუზებთან შედარებით, გაცილებით იაფიცაა.

ამ ყველაფერთან ერთად, მწვანე ხილ-ბოსტნეული მირთმევა სმუზის სახით, ორგანიზმში ცხიმის და მარილის ათვისებას ამცირებს - ესეც კიდევ ერთი სარგებელი.

რისგან უნდა მოვამზადოთ მწვანე სმუზი? სხვადასხვა სახეობის მწვანე სალათის ფოთლებისგან (არუგულა, რომანა), ისპანახისგან, ლაიმისგან, მწვანე ვაშლისგან, ნიახურისგან, ავოკადოსგან, რომელთაც გემოვნების მიხედვით დავუმატებთ ანანასს, ბანანას, მანგოს, კენკრას, მსხალს და ატამს. ინტერნეტში მწვანე სმუზის არაერთი საინტერესო რეცეპტი შეიგძლიათ მოიძიოთ და შემდეგ სამზარეულოში დატესტოთ.

სილამაზეს გისურვებთ!

ანიკა

მსგავსი ბლოგები