1. ის სუფთა ცილაა. ქინოა სრულად და მთლიანად ცილაა, მცენარეული ცილა, რომელიც ორგანიზმისთვის არსებით ყველა 9 ამინო-მჟავას შეიცავს. სხვა ბურღულეულის შემთხვევაში შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე ამინო-მჟავას შევხვდეთ ერთ კონკრეტულ სახეობაში. ეს ამინო-მჟავები კი მნიშვნელოვანია კუნთოვანი მასის შენების პროცესისთვის - ამდენად, ფიტნესით დაკავებული ადამიანებისთვის ქინოა ღირებული პროდუქტია. ერთი ჭიქა ქინოა ორგანიზმს 8 გრამ ცილას აწვდის.
2. ქინოა მდიდარია უჯრედისით. ერთი ჭიქა ქინოა 5 გრამ უჯრედისს შეიცავს, საშუალოდ ზრდასრულ ქალზე კი ცილის დღიური ნორმა 25-28 გრამს შეიადგენს. ქინოა მინიმალური ოდენობით შეიცავს შაქარს და ცხიმს და ძირითადად რთული ნახშირწყლებისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დიდი ხნოთ დაგანაყრებთ ისე, რომ კუჭ-ნაწლავის დისკომფორტსაც არ შექმნის ნახშირწყლების გამო.
3. ქინოა წონაში დაკლებაში გვეხმარება - როგორც ზემოთ ვთქვით, ეს ყველაფერი ბევრი უკრედისის, მინიმალური ცხიმების და შაქრის წყალობით ხდება.
4. ქინოა ბუნებრივად უგლუტენო პროდუქტია. ამდენად, თუ თქვენ გლუტენის აუტანლობა ან ცელიაკია გაწუხებთ, ქინოა იდეალური არჩევანია საკვებ რაციონში.
5. ქინოა მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, განსაკუთრებით კი რკინით და მაგნეზიუმით. მაგნეზიუმი მნიშვნელოვანია კუნთების შეკუმშვისა და რელაქსაციისთვის, ისევე როგორც ჯანსაღი ძვლებისთვის, რკინა კი უმნიშნელოვანესია სისხლის წითელი უჯრედებისთვის, რომელთან ჟანგბადი გადააქვთ ფილტვებიდან სხეულის სხვა ორგანოებამდე.