ბლოგი:
აპრილი 04, 2016
ავტორი Anika
ეს ღია მწვანე ბოსტნეული შესაძლოა იდეალური გემოთი და არომატით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ სამაგიეროდ ის ერთ-ერთი მოწინავეა ყველაზე ჯანმრთელი პროდუქტების სიაში: ის დიდი რაოდენობით შეიცავს A, C, E, K და B6 ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, რკინას, კალციუმს, ცილას და უჯრედისს. ამ და არაერთი სხვა მიზეზის გამო, დიეტოლოგები დიდ რეკომენდაციას უწევენ სატაცურის ჩვენს საკვებ რაციონში დამატებას:
1. სატაცური იდეალურია სასურველი წონის მისაღწევად და შემდეგ მის შესანარჩუნებლად. გარდა აიმისა, რომ ეს ბოსტნეული საკმაოდ დაბალკალორიულია (125 გრ. სატაცურზე 32 კკალ), ის დიდი რაოდენობით შეიცავს ხსნად და უხსნად უჯრედისს, რის გამოც მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო დიეტურ პროდუქტად: უჯრედისი ადვილად გვანაყრებს, გვეხმარება კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირების დარეგულირებაში და ქოლესტერინის დონის დაბალანსებაში.
რეკომენდაცია: მოხარშული ან ზეითუნის ზეთში ოდნავ მობრაწული სატაცური კვერცხთან ერთად მიირთვით. ცილოვან პროდუქტთან ერთად მისი კომბინირება მეტ ენერგიას მოგცემთ.
2. სატაცური დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავა ასპარაგინს, რომელიც ბუნებრივი შარდმდენის ფუნქციას ასრულებს. შესაბამისად, ეს ბოსტნეული კარგი საშუალებაა, ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და მარილების გამოსადევნად.
3. სატაცური მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფას და ბოსტნეულის ანტიკანცეროგენული მოქმედების გააქტიურებას ნიშნავს.
4. სატაცური E ვიტამინის - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტის - კარგი წყაროა. ეს ვიტამინი იმუნიტეტის გაძლიერებაში გვეხმარება და უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, სატაცური ცოტა ზეითუნის ზეთში მობრაწეთ: ჩვენი ორგანიზმი E ვიტამინს უკეთ ითვისებს, თუ მას ცხიმთან ერთად მივიღებთ.
5. B 6 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის შემცველობის გამო, სატაცური დადებითად აისახება ჩვენს გუნება-განწყობაზეც.
6. სატაცური დიდი რაოდენობით K ვიტამინს შეიცავს, რაც ორგანიზმში სისხლის შედედებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება ძვლების მდგომარეობაზე.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა