We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რატომ უნდა მივირთვათ ტკბილი კარტოფილი

_from blog_:
_November_ 05, 2018
_by_ Anika
თუ თქვენ ტკბილი კარტოფილის სახელწოდებაში არსებული სიტყვა "კარტოფილი" გაშინებთ და სახამებლით და შაქრით გაჯერებული გასასუქებელი პროდუქტი ამოგიტივტივდებათ თავში, ნუ შეგეშინდებათ, "ტკბილი კარტოფილი" აბსოლუტურად არ განეკუთვნება იმ ბოსტნეულის კატეგორიას, რომლისგანაც თავის შეკავებაა რეკომენდებული. პირიქით, დიეტოლოგები თამამად უწევენ რეკომენდაციას ამ ბოსტნეულის ჩვენს ყოველდღიურ რაციონში ჩართვას რამდენიმე მიზეზის გამო:

1. ღუმელში გამომცხვარი ტკბილი კარტოფილის ერთი ულუფა - დაახლოებთ 225 გრამი - C  ვიტამინის დღიური ნორმის დაახლოებით 50% გვაწვდის მომენტალურად. ამას გარდა, კარტოფილის ამ სახეობის იგივე ოდენობა A  ვიტამინის დღიური ნორმის არც მეტი არც ნაკლები 400%-ით ამარაგებს ორგანიზმს. ორივე ვიტამინი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით შემოდგომის ცივ და ინფექციებით გაჯერებულ სეზონს თუ გავითვალისწინებთ.

microwave-sweet-potato-horizontal-1533853300 (1)

2. ერთი ულუფა ტკბილი კარტოფილი (225 გრ) მარგანეცის დღიური დოზის 1/3 გვაწვდის - მარგანეცი, რეალურად, კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს და კანის და ძვლების ჯანმრთელობის გარანტია. ამას გარდა, ერთი ულუფით B ჯგუფის ვიტამინების და კალიუმის მნიშვნელოვან ოდენობასაც მივიღებთ.

3. A და C ვიტამინები ანტიოქსიდანტების სახით მოქმედებენ და უჯრედებს დაბერებისა და დაავადებებისაგან იცავენ. რაც უფრო მუქი ფერისაა ტკბილი კარტოფილი (მოიისფრო შეფერილობის), მით უფრო მეტია მასში ანტიოქსიდანტების შემცველობა.

4. მართალია, ტკბილი კარტოფილი სახამებელს შეიცავს, მაგრამ ვინაიდან ის დიდი ოდენობით შეიცავს სასარგებლო უჯრედისს, ამდენად, ორგანიზმის მიერ მისი ათვისება სწრაფად არ ხდება - ამიტომაც, შაქრის და ინსულინის დონე სისხლში სწრაფად არ იცვლება და შიმშილის გრძნობაც დიდი ხნით ქრება.

5. კანში გამომცხვარი ტკბილი კარტოფილის ერთი ულუფა 950მგ. კალიუმით გვამარაგებს, რაც საშუალო ზომის ბანანში არსებული კალიუმის ოდენობას ორჯერ აღემატება. კალიუმი ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბი რაოდენობის ნატრიუმსა და სითხეს, რაც დაბლა სწევს და არეგულირებსლ არტერიულ წნევას.

6. და ბოლოს, ტკბილი კარტოფილი იდეალურია ჯანსაღი და დიეტური კვების დროს: დიდი ხნით დაგანაყრებთ უჯრედისის ხარჯზე და ორგანიზმს საჭირო ენერგიითა და ვიტამინ-მინერალებითაც მოამარაგებს.

წარმატებები!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_