წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რატომ უნდა მივირთვათ ყავა ვარჯიშამდე

ბლოგი:
მაისი 16, 2017
ავტორი Anika
დილით გაღვიძებისთანავე რასაც უმეტესი ჩვენგანი გამოსაფხიზლებლად აკეთებს, ერთი ფინჯანი ყავის დალევაა. თუმცა, მძინარე მდგომარეობიდან დროულად გამოყვანის გარდა, ყავას კიდევ ერთი სასარგებლო თვისება ქონია: ესპანელების მიერ ჩატარებულ კვლევას თუ დავუჯერებთ, ათლეტები, რომლებიც ვარჯიშამდე კოფეინს იღებდნენ, 15%-ით მეტ კალორიებს წვავდნენ ვარჯიშის შემდეგ კოფეინის გარეშე მოვარჯიშეებთან შედარებით. კვლევაში გამოყენებული დოზა სხეულის ერთი კილოგრამზე 4.5 მგ კოფეინი იყო, რაც საშუალოდ 68 კილოგრამიანი ქალის შემთხვევაში 300 მგ - დაახლოებით ერთი ფინჯანი ყავის ტოლია. მაინც, კონკრეტულად რაში გამოიხარება ყავის აქტიურ ცხოვრებაშ ჩართვის უპირატესობები? მოვისმინოთ, რას ამბობენ ექიმები.

1. მისი მეშვეობით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა - ამას ამტკიცებს იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა. გამოკვლეულ ადამიანებში ყავის მირთმევის შედეგად სისხლის მიმოქცევა 30%-ით იყო გაძლიერებული, კარგი მიმოქცევა კი ვარჯიშის უკეთეს ხარისხს და კუნთებისთვის მეტი ჯანგბადის მიწოდებას ნიშნავს.

2. ილინოისის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მაღალი დატვირთვის ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე 2-3 ფუნჯანი ყავის ექვივალენტი ოდენობის კოფეინის მიღება ამცირებდა მოვარჯიშეებში კუნთების ტკივილის შეგრძნებას. ასეთ შემთხვევაში კი ძალოვანი ვარჯიშებისას და მაღალი ინტენსივობის ინტერვალების ვარჯიშისას კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.

3. სპორტული მედიცინის მუშაკების მიერ ამერიკაში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ კოფეინმა შესაძლოა დროთა განმავლობაში კუნთების ასაკობრივი ცვლილებების შემცირება მოახდინოს, რაც ასაკთან დაკავშირებული დაზიანებების პრევენციაცაა.

4. განსაკუთრებულად ათლეტურებისთვის (ვინც ყოველდღიურად ვარჯიშობს) ყავის ვარჯიშის შემდეგ მირთმევა ყოფილა რეკომენდებული. კვლევის მიხედვით, ყავის და ნახშირწყლების კომბინაცია ვარჯიშის დასრულების შემდეგ 66%-ით ზრდიდად კუნთის გლიკოგენის დონეს. გლიკოგენი კი, როგორც ვიცით, ნახშირწყლების სახეობაა, რომელიც კუნთებში გროვდება და ვარჯიშის დროს უმნიშვენლოვანესი წყაროა ენერგიისთვის.

მოკლედ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები და არ დაგავიწყდეთ, რომ აქტიური ცხოვრების წესის დროს წყლის მნიშვნელობა არსებითია: დღის განმავლობაში 1.5-2.5 ლიტრამდე წყლის დალევა წყლის ბალანსსაც აღადგენს და ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაშიც დაეხმარება.

წარმატებები!

ანიკა

მსგავსი ბლოგები