We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რატომ უნდა მივირთვათ ყვავილოვანი კომბოსტო

_from blog_:
_September_ 06, 2017
_by_ Anika
შემოდგომის გრილი დღეების დადგომასთან ერთად, ჩვენს ოჯახში ნელ-ნელა მატულობს ყვავილოვანი კომბოსტოს მოხმარების სიხშირე - შემოდგომა ხომ ამ ბოსტნეულის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია და ამ დროს ყველაზე მეტად მინდება ხოლმე მისი სხვადასხვა კერძებში გამოყენება. მე ადამიანების იმ ნაწილს მივეკუთვნები, რომელთან ყვავილოვანი კომბოსტოს სასარგებლოსთან ერთად, გემრიელ საკვებადაც მიაჩნიათ. ვინც ჩემნაირად ფიქრობთ, გეტყვით, რომ გაგიმართლათ, ვინაიდან ამ ბოსტნეული სისტემატურად მირთმევით არამხოლოდ დიეტურ, დაბალკალორიულ პროდუქტს იღებთ, არამედ ორგანიზმს უამრავი სასარგებლო ნივთიერებითაც ამარაგებთ:

1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჯვაროსანთა ოჯახის წარმომადგენელი ბოსტნეულის (ყვავილოვანი კომბოსტო, კომბოსტო, ბროკოლი, ბოლოკი, თალგამი) რეგულარული მირთმევა - საშუალოდ, 500-600 გრამი კვირის განმავლობაში - მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თქვენი ორგანიზმის მიერ ჯვაროსნების სასარგებლო თვისებების შერგებას.

2. მნიშვნელოვანია, თუ რა მეთოდით ვამზადებთ ყვავილოვან კომბოსტოს. არ არის რეკომენდებული მისი მდუღარე წყალში ხარშვა ან ორთქლზე მომზადება, იდეალური ვარიანტია წვრილ ყვავილებად დაჭრა და რამდენიმე წუთით ძალიან მაღალ ცეცხლე, მინიმალური ოდენობის ზეთის გამოყენებით ტაფაზე მისი მობრაწვა-მომზადება.

3. ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა C ვიტამინის მისაღებად. ამასთან, ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია მაგნიუმით.

4. თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ყვავილოვანი კომბოსტოს სისტემატური მირთმევით, როგორც კვლევები ადასტურენებ, შეგვიძლია შევამციროთ რიგი სიმსივნური დაავადებების რისკი. ამას გარდა, ამ ბოსტნეული მიღება დადებითად აისახება სისხლში ქოლესტერინის დონის რეგულირებაზე.

5. რაც შეეხება შენახვას, რეკომენდებულია ყვავილოვანი კომბოსტოს მაცივარში ქაღალდის ან პოლიეთილენის პარკით შენახვა. C ვიტამინი, B6 ვიტამინი და კერტენოიდები საკმაოდ მგრძნობიარე არიან სითბოს მიმართ, ამიტომაც საჭიროა ყვავილოვანი კომბოსტოსთვის გრილი გარემოს შექმნა და მისი მაცივარში მოთავსება.

წარმატებები!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_