წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რატომ უნდა მივირთვათ ზეითუნის ზეთი

ბლოგი:
დეკემბერი 08, 2015
ავტორი Anika
რამდენიმე წლის წინ დილაობით, უზმოდ ზეითუნის ზეთის დალევა დავიწყე: ერთი სუფრის კოვზი ზეთი უცებ გადაკვრით. გამოგიტყდებით და დიდად სასიამოვნო შერძნება ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დილით უჭმელზე რომ ვიღებდი, თითქოს განსაკუთრებული სიმძაფრით შევიგრძნობდი ბლანტ ზეთს და მის მომწარო გემოსაც. ამ ექსპერიმენტს მალევე შევეშვი და როგორც მოგვიანებით გავარკვიე, შეცდომაც დავუშვი, ვინაიდან დილით და საღამოს თითო სუფრის კოვზი ანტიოქსიდანტებით მდიდარი ზეთის დალევა არაერთი მიმართულებით სასარგებლო ყოფილა ორგანიზმისთვის:

1. ის ძუძუს კიბოს პრევენციაში გვეხმარება. ბოლო წლებში გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის ქალები, რომლებიც ე.წ. ხმელთაშუაზღვისპირეთის კვების წესს/დიეტას მისდევდნენ, რაც ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობით ზეითუნის ზეთის მიღებას გულისხმობს, ზემოთხსენებული დაავადების განვითარების გაცილებით დაბალი რისკი ჰქონდათ ვიდრე მათ ვინ ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტას მისდევდნენ მხოლოდ ზეთის მინიმალური ოდენობით. ამას გარდა, წლების განმავლობაში ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტის წესით კვება აფერხებს დაბერების პროცესს და ამცირებს ინსულტის რისკს.

2. ის გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. არაერთი ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ მონოუჯერი ცხიმები, რომელთაც ზეითუნის ზეთი შეიცავს, ნამდვილად ახდენს ზემოხსენებული რისკის შემცირებას. ამერიკის ჯანმრთელობისა და ადამიანური რესურსების სახელმწიფო სააგენტოს საკვების და წამლების ადმინისტრირების თანახმად, ზეითუნის ზეთის რეკომენდირებული დოზა დღეში 2 სუფრის კოვზს შეადგენს.

3. ის წონის დაკლებაში გვეხმარება - ის სასარგებლო ცხიმები, რომლებიც გულის დაავადებებისგან გვიცავს, იმავდროულად წონის კლებაშიც გვეხმარებიან. ამდენად, მონოუჯერი ცხიმები არამხოლოდ დანაყრების შეგრძნებას გვაძლევენ, არამედ მუცლის ცხიმის მოცილებაშიც გვეხმარებიან.

4. საჭმლის მონელებაში გვეხმარება - მართალია, ამასთან დაკავშირებით მხოლოდ მცირე მოცულობის კვლევებია ჩატარებული, მაგრამ ამ ზეთს წარმატებით იყენებენ როგორც ჰომეოპათიურ საშუალებას საჭმლის მონელების და ყაბზობის პრობლემის მოსაგვარებლად.

ამდენად, ამ რეკომენდაციების და კვლევების შედეგების გათვალისწინებით, მგონი, ის დროა, ჩემ შეხედულებას გადავხედო და ზეითუნის ზეთი დილის რაციონში ისევ დავაბრუნო.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები