წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რატომ უნდა შევიტანოთ ცურვა ჩვენს ფიზიკურ აქტივობებში

ბლოგი:
თებერვალი 03, 2016
ავტორი Anika
წყალი ჩემთვის რელაქსაციასთან ასოცირდება: დამღლელი, სტრესული დღის შემდეგ წყალი თითქოს შენს ნეგატიურ ემოციებს და ფიქრებს მომენტალურად შთანთქავს კარგ განწყობაზე გაყენებს და ახალი, დადებითი ენერგიით გავსებს. არამგონი, ვინმეს საწინააღმდეგო მოსაზრება ქონდეს ამასთან დაკავშირებით. თუმცა, ფიტნესით აქტიურად დაკავებული ადამიანები, ამას გარდა, დამატებით იმასაც აღნიშნავენ, რომ ცურვას რელაქსის გარდა არაერთი ფიტნესუპირატესობაც (პირობითად ასე დავარქვათ) აქვს. რომელ უპირატესობებზეა საუბარი?

1. კროსტრეინინგზე ადრეც ხომ გსმენიათ? მაქსიმალური ეფექტისთვის, საიმისოდ, რომ ორგანიზმი ჩვეულ ფიტნეს რუტინას არ შეეჩვიოს და გაზარმაცდეს, იდეალურია სხვადასხვა ინტენსივობის და სახეობის ფიზიკური აქტივობების შერევა. ცურვა ამ მიზნებისთვის, იდეალური არჩევანია: სატრენაჟორო დარბაზის, პილატესის, სპინინგის  შემდეგ ცურვა იმ კუნთების გავარჯიშებაში დაგეხმარებათ, რომლებიც ზემოთჩამოთვლილი აქტივობებისას შეიძლება გაუფთხილებლად გამოგრჩეთ. ამას გარდა, ცურვა კარგად ასვენებს ვარჯიშის დროს ზედმეტად გადატვირთულ მონაკვეთებს.

AG9361_3181894b

2. მკლავების, ფეხის, მხრბის და დუნდულოს კუნთების ლამაზად დაგრძელების გარდა, ცურვას საკმაოდ დიდი ეფექტი აქვს თქვენს მუცლის პრესზე. წყალი მასით 724-ჯერ აღემატება ჰაერს, შესაბამისად, თავადაც მიხვდებით, რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ცურვას ჩვენს სხეულზე, მათ შორის, მუცლის პრესზეც, თანაც ეს ყველაფერი ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე - თამამად შეგიძლიათ ირწმუნოთ, რომ წამოჯდომებზე და სხვა ფოკუსირებულ მუცლის ვარჯიშებზე არანაკლებ ეფექტურია.

3. ცურვა არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენს აერობულ აქტივობებში, ვინაიდან მისი მეშვეობით სუნთქვის ახალ წესებს ვსწავლობთ. სპეციალისტების თქმით, თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ახალი სიღრმე და მოცულობა ფილტვებს და გულს ჟანგბადის უფრო ეფექტიანად გადამუშავებაში იხმარება. მოკლედ, თქვენი გულის კუნთი გაცილებით ძლიერი ხდება.

რას იტყვით? მგონი, საკმარისი მიზეზებია საიმისოდ, რომ ლამაზ საცურაო ეკიპირებაზე იზრუნოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები