წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რატომ უნდა ვაკონტროლოთ ფრუქტოზის მიღება

ბლოგი:
ივნისი 08, 2017
ავტორი Anika
ზოგადად, ფრუქტოზა - იგივე ხილის შაქარი - რომ ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის, ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით. თუმცა, ბევრს შესაძლოა მცდარი შეხედულება ქონდეს და დღემდე მიაჩნდეს, რომ ხილში არსებული შაქარი დიეტურია და შესაბამისად, რამდენიც მოგვესურვება იმ რაოდენობით შეგვიძლია ტკბილი ხილი მივირთვათ. სინამდვილეში, შაქარში ისევე როგორც შაქრის შემცველ ხილში მთავარ პრობლემას ფრუქტოზა წარმოადგენს. ფრუქტოზა არ უნდა აგვერიოს გლუკოზაში, რომელიც ჩვენი ორგანიზმის უჯრედების მიერ ენერგიის წყაროდ გამოიყენება და ჯანსაღ, დასაშვებ შაქრად ითვლება. ვინაიდან გლუკოზა ორგანიზმის გარკვეული ნაწილებისთვის არსებითი მნიშვნელობისაა, ამიტომაც ბუნებრივი ნახშირწყლების საუკეთესო წყაროდ სახამებლიანი ბოსტნეული მიიჩნევა. ხილს რაც შეეხება, რადგანაც ის ნახილობრივ გლუკოზისა და ნაწილობრივ ფრუქტოზისგან შედგება, მისი მირთმევა ზომიერი ულუფებით უნდა მოხდეს. რას გვრიჩევენ ნუტრიციოლოგები ზოგადად ფრუქტოზის მოხმარებასთან დაკავშირებით?

1. ფრუქტოზის მეტაბოლიზირება ხდება მხოლოდ ღვიძლის მიერ და მისი ენერგიის წყაროდ გამოყენება არ ხდება. ამიტომაც, ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსარგებლო რამაა, ხოლო ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში კი შესაძლოა ტოქსიურიც კი იყოს.

2. დიდი ოდენობით ფრუქტოზა აზიანებს ღვიძლს და შესაძლოა გამოიწვიოს ინსულინისადმი რეზისტეტნტულობა.

3. ფრუქტოზას 7-ჯერ უფრო ძლიერი ურთიერთქმედება აქვს ცილებთან და ნახევრადუჯერ ცხიმებთან ვიდრე გლუკოზას. შედეგად, შესაძლოა მივიღოთ უჯრედების დაზიანება, რამაც პოტენციურად ანთებები და სხვა ქრონიკული დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს.

fruit-sugar-s

4. ჭარბი ოდენობით ფრუქტოზის მოხმარებამ შესაძლოა ნაღვლის ბუშტში და თირკმლებში კენჭების გაჩენას შეუწყოს ხელი.

5. მართალია, ჩვენი ორგანიზმის უჯრედების უდიდესი ნაწილი ფრუქტოზას ენერგიის წყაროდ ვერ იყენებს, მაგრამ მას სამაგიეროდ წარმატებით იყენებს კუჭ-ნაწლავში არსებული ბაქტერია, რის შედეგადაც პათოგენური ბაქტერიების ზრდა ხდება და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აზიანებს კუჭ-ნაწლავის ჯანსაღ გარემოს.

6. ფრუქტოზის ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს რიგი მეტაბოლური სინდრომები, როგორიცაა დიაბეტი, სიმსუქნე, გულის დაავადებები.

7. დიდი ოდენობით ფრუქტოზის მოხმარება უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინის ფუნქციონირებაზე, განსაკუთრებით კი მადის რეგულირების ფუნქციაზე.

ამდენად, გადახედეთ თქვენს მიერ ფრუქტოზის მოხმარების ჩვევებს და შეეცადეთ, ექიმების რჩევების მიხედვით გაიჯანსაღოთ კვების წესები. ზოგადი რეკომენდაციით, დღის განმავლობაში მაქსიმუმ 25 გრ.

მსგავსი ბლოგები