წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რატომ უნდა ვჭამოთ 18.00 საათის შემდეგ

ბლოგი:
თებერვალი 12, 2017
ავტორი Anika
წონაში კლების იმედით, რამდენს გიშიმშილიათ საღამოს 6 საათის შემდეგ? ერთმა ჩემმა მეგობარმა ამ რეჟიმის დაცვით, თვეების განმავლობაში 15 კილოგრამი დაიკლო და თავსაც მშვენივრად გრძნობდა. თუმცა, ამ წესს არაერთი ექიმი-დიეტოლოგი ეწინააღმდეგება და საპირისპიროსაც ამტკიცებს, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ კვება აუცილებელია, ზომიერად და რაციონალურად. რა მიზეზებით ხსნიან ამ მოსაზრებას ექიმები - მოდით დღევანდელ პოსტში გავერკვეთ.

- თუ თქვენ გვიან წვებით დასაძინებლად, დაახლოებით 23.00-00.00 საათისთვის, მაშინ ალბათობა იმისა, რომ გვიან მირთმეული სადილი ან ადრიანად მირთმეული ვახშამი დიდი ხნით დაგანაყრებთ, საკმაოდ დაბალია. იმავდროულად არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ამ პერიოდში ძალიან მოგშივდეთ და გამეხებული ღამის 11 საათზე მიაწყდეთ მაცივარს.

- დროის მიხედვით კვების შეზღუდვა არ უხდება იმ ადამიანებს, რომლებიც სპორტით აქტიურად არიან დაკავებული ან ინტენსიურ გონებრივ შრომას ეწევიან დღის განმავლობაში. საღამოს კვების შეზღუდვა ენერგიის კლებას და მოდუნებას გამოიწვევს ასეთ შემთხვევებში.

- ყველაზე რეალური და ოპტიმალურია საკვები ღამით დაძინებამდე 1.5-2 საათით ადრე არ მივირთვათ.

- კვება სათანადოდ უნდა იყოს გადანაწილებული დღის განმავლობაში: კილოკალორიების დღიური ნორმის 25% უნდა მოდიოდეს საუზმეზე, 35% - სადილზე, 25% ვახშამზე, დარჩენილი 15% კი რამდენიმე წახემსებაზე.

- 18.00 საათის შემდეგ საკვების მიღებაზე უარის თქმა უარყოფითად მოქმედებს წყლულის ან გასტრიტის მქონე ადამიანებზე - ამ დროს  გამოყოფილი მარილმჟავის და ფერმენტების ათვისება არ ხდება გადამუშავებისას, ვინაიდან გადასამუშავებელი რეალურად არც არაფერია.

- გადანაწილებული კვება ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის დაბალანსებულ მდგომარეობაში ყოფნას - თუ საღამოს 6 საათიდან დილის 7 საათამდენ ორგანიზმი არანაირ საკვებს არ მიიღებს და ეს სისტემატურად გაგრძელდება, ამან შესაძლოა კენჭების გაჩენა გამოიწვიოს.

- საღამოს 6 საათის შემდეგ საკვების აკრძალვა რეალურად ყველაზე ოპტიმალური მათთვისაა, ვინც 21.00-22.00 საათზე გვიან არ იძინებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები