We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რატომ უნდა ვივახშმოთ მთელი ოჯახით

_from blog_:
_June_ 13, 2017
_by_ Anika
დღევანდელ დღეს ალბათ,700x466_0xd42ee42d_20225903151448865453 საკმაოდ იშვიათობაა, როცა ოჯახი სრული შემადგენლობით ერთად სადილობს. ცხოვრების თანამედროვე ტემპის, მშობლების სამსახურებრივი გრაფიკის და მოუცლელობის გათვალისწინებით, მეტწილად ოჯახში ყველას თავისი საკვები გრაფიკი აქვს, უფროსებსაც და პატარებსაც. ფსიქოლოგები კი ამტკიცებენ, რომ საკვების მთელი ოჯახით ერთად მირთმევის რიტუალს ბევრი სასარგებლო შედეგი მოაქვს, რაზეც დღევანდელ პოსტში ვისაუბრებთ.

1. დღის დასასრულს ერთად ვახშმობა ოჯახის წევრების ერთმანეთთან მშვიდ ურთიერთობას უწყობს ხელს. ამ დროს შეგიძლიათ წესად შემოიღოთ მხოლოდ პოზიტიურ მოვლენებზე საუბარი - ასე პატარებისთვის ეს დრო სასიამოვნო თემებზე სასაუბრო პერიოდი იქნება.

2. როცა შვილებთან ერთად სავახშმოდ მხოლოდ დედას სცალია და მამა მეტწილად დაკავებულია ამ დროს, ბავშვებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ დედა მათ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი ადამიანია, ვინაიდან მას შეუძლია მათთან ერთად სავახშმოდ დროის გამონახვა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ მამებმაც მიიღონ მონაწილეობა ოჯახურ ვახშამში, ასე გვირჩევენ ფსიქოლოგები.

700x466_0xd42ee42d_10562278241448865452

3. ოჯახური ვახშმის დროს მაგიდზე მაქსიმალურად ჯანსღ საკვებს ვალაგებთ და ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, დააკვირდნენ მშობლების კვების წესს, რას მიირთმევენ ისინი და როგორ. შესაბამისად, მათთვის ერთგვარი დადებითი წაქაზებაც იქნება ჯანსაღი პროდუქტების მირთმევა ერთობლივი ვახშმისას.

4. ოჯახური ვახშმისას ბავშვები მშობლების მანერებს აკვირდებიან და შესაბამისად, სწავლობენ სუფრასთან ყოფნის ეტიკეტს - რომელ პროდუქტს რა ფორმით, რით მიირთმევენ, როგორ აქუცმაცებენ საკვებს და ა.შ.

5. ერთობლივი ვახშამი დროის უბრალოდ სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობაა პატარებისთვის და უფროსებისთვისაც. მშობლებისთვის ეს დროს ერთგვარად ბავშვებისგან მოშორებით, ოფისებში გატარებული დროის მცირეოდენი კომპენსაციის საშუალებაც არის.

_OTHER BLOGPOSTS_