წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რატომ ვიმატებთ წონაში

ბლოგი:
ნოემბერი 22, 2013
ავტორი Anika
ბევრმა თქვენგანმა წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო, ალბათ. თუ დაწყებით არა, ყოველ შემთხვევაში, გონებაში მაინც გექნებათ ჩამოყალიბებული, საახალწლო ღონისძიებებისთის რომ იდეალურ ფორმაში იყოთ, რამდენი კილოგრამი უნდა ჩამოაგდოთ და რა გზით უნდა მიაღწიოთ ამას. სასაცილოა, რომ ეს პერიოდი ამ “განსაცდელის” გარეშე არასდროს მოდის ხოლმე: ეს ზედმეტი 2-3 კილოგრამიც ისე დაგვატყდება თავს, რომ ხალისიანი გუნება-განწყობის გასაფუჭებლად მეტი არც არაფერი გვჭირდება. როგორ ვიქცევით ამ დროს: ვჯდებით დიეტაზე, აქტიურად ვიწყებთ სპორტულ აქტივობებს, მაგრამ ვატყობთ, რომ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ - ბოროტი 2-3 კილოგრამი ძვრასაც არ შვება. ექიმი-ფსიქოთერაპევტების აზრით, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავში მიმდინარე პროცესებია.

1. ყველაფრის საწყისი სტრესია - ყოველდღიური ცხოვრებისეული რიტმი სტრესული სიტუაციების გარეშე, დღევანდელ დღეს ფუფუნება - ფუფუნება, რომელიც ვფიქრობ, ერთეულებს თუ გააჩნიათ. ამიტომაც, როგორც ექიმები გვირჩევენ, უნდა შევეგუოთ მის არსებობას და გონივრულად მივუდგეთ მას: ან მივიღოთ არსებული მოცემულობა ისე როგორც არის, ან კიდევ შევეცადოთ ის ჩვენთვის სასარგებლო მდგომარეობისკენ შევცვალოთ. ამ მიდგომას თუ ვერ გამოვიმუშავებთ, სწორედ მაშინ მოხდება ქვეცნობიერი კონფლიქტი ჩვენს მოლოდინებსა და არსებულ რეალობას შორის.

2. ფსიქოთერაპევტებს თუ დავუჯერებთ, მეორე მიზეზი ჩვენი ხასიათიდან გამომდინარეობს. ცოცხალი, აქტიური და მოძრავი ტიპის ადამიანები გაცილებით ნაკლებად არიან მიდრეკილები წონაში მატებისკენ, მაშინ როცა უფრო ზარმაცი და ზედმეტად განძრევა რომ არ უყვართ ისეთები უფრო ადვილად აგროვებენ ზედმეტ კილოგრამებს - ვფიქრობ, ლოგიკურია.

350x521_0xc0a8393c_14659422951370470331

3. ზოგიერთისთვის საკვები ნერვიულობის და დაძაბულობის მოხსნის ერთადერთი გზაა - ნუ, მათ ასე ჰგონიათ, რეალობა კი სულ სხვაა. და ასეთ დროს უკონტროლოდ იწყებენ ჭამას, ისე რომ დაკმაყოფილების გრძნობაც არ მოდის და პარალელურად ზედმეტი ცხიმი და კილოგრამი გროვდება. ვინაიდან “არ ინერვიულოთ” დარიგების შესრულება შეუძლებელია, ამიტომაც, ასეთ დროს ექიმები მოძრაობას, ფიზიკურ აქტივობას და ჰაერზე გასეირნებას გვირჩევენ.

მოკლედ, როგორც მიხვდით, ადამიანისთვის მთავარი ჰარმონიის და სიმშვიდის შეგრძნებაა. ამიტომაც, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარ თავთან კომფორტულად ვიგრძნოთ თავი და შემდეგ უკვე გარშემომყოფებთანაც შეძლებისდაგვარად მშვიდობიანი და დაძაბულობებისგან თავისუფალი ურთიერთობა ვიქონიოთ. ამ ყველაფრის ფონზე უკვე, წონაში კლებაც გაცილებით ადვილად მისაღწევი მიზანი გახდება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები