We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რაზე მიგვანიშნებს თვალების სიწითლე

_from blog_:
_June_ 21, 2017
_by_ Anika
რა იწვევს თვალების სიწითლეს? ამ შეკთხვაზე ერთგავროვანი პასუხი არ არსებობს, ვინაიდან თვალის სიწითლის მიზეზი შესაძლოა არაერთი გარემოება იყოს. ძირითადი მიზეზი თვალის ზედაპირზე არსებული კაპილარების ანთებითი პროცესი ან მათი გაფათოებაა.

თვალების სიწითლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ალერგიული ფონია: ამ შემთხვევაში თვალების სიწითლის გარდა ხშირად სახეზე გვაქვს ქავილიც. ალერგიული რეაქციის ფაქტის წინაშე მაშნ ვდგებით, როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა ზედმეტად გადაიტვირთება ან გადაჭარბებით რეაგირებს გამაღიზიანებელ ფაქტორზე. ალერგიის გავრცელებული გამომწვევია მტვერი, ყვავილის მტვერი, ქიმიური ფხვნილები და ცხოველების კანის უწვრილესი ნაწილაკები, რომლებიც ცხოველის ბეწვს მოყვება. ამ შემთხვევაში სიწითლე ჩაცხრობას დაიწყებს იმ მომენტიდან, როცა თქვენ აღარ გექნებათ კავშირი ალერგიის გამაღიზიანებელთან, თუმცა ამას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.

თვალის სიწითლის საკმაოდ ხშირი მიზეზია კონიუნქტივიტი - თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებსა და მოზარდებში. კონიუნქტივიტი ადვილად გადამდებია და მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული გართლებები მას იშვიათად შეიძლება მოყვეს, ბაქტერიული, ვირუსული თუ ალერგიით გამოწვეული კონიუნქტივიტი საკმაო დისკომფორტის გამომწვევი მდგომარეობაა. ნებისმიერ შემთხვევაში რეკომენდებული ექიმთან ვიზიტი, მისი იდენტიფიკაციისა და მკურნალობის გზების განსასაზღვრად.

ძილის ნაკლებობა ასევე გავრცელებული წინაპირობაა თვალების სიწითლისთვის: ამ დროს თვალს ნაკლები ოდენობით მიეწოდება ჟანგბადი, რაც თვალის ზედაპირზე არსებული კაპილარების გაფართოებას და მათ სიწითლეს იწვევს. ამ შემთხვევაში ექიმები რეკომენდაციას უწევენ ხელოვნური ცრემლის გამოყენებას საიმისოდ, რომ შევამციროთ თვალის ფსკერის სიმშრალე და სიწითლე.

კონტაქტური ლინზების სისტემატური მოხმარებისას აუცილებელია დავიცვათ ლინზების გამოყენებისთვის დაშვებული დროის ლიმიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია შანსი იმისა, რომ თვალის სიმშრალემ და გაღიზიანებამ შეგვაწუხოს.

_OTHER BLOGPOSTS_