ბლოგი:
მარტი 06, 2017
ავტორი Anika
ვინმემ რომ გკითხოთ, რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ხელისგულის სიყვითლე, უმეტესი თქვენგანი სავარაუდოდ უპასუხებს, რომ საქმე ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს უნდა ეხებოდეს და თქვენ მართალი იქნებით. მოდით, დღევანდელ პოსტში შევეცადოთ გავერკვეთ, რა სახის ცვლილებებთან შეიძლება გვქონდეს საქმე და როგორ მოვაგვაროთ არსებული პრობლემა.
რეალურად, კიდურების დაბოლოებების სიყვითლის მთავარი გამომწვევი მიზეზი სისხლში ბილირუბინის მაღალი შემცველობაა. ეს ყვითელი პიგმენტი წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლისას და შედის სისხლის და ნაღველის შრატში.
რამ შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლის პროვოცირება - გავეცნოთ ექიმების რეკომენდაციებს?
- თუ გემოგლობინი სწრაფად იშლება, ღვიძლი კი ბილირუბინის გადამუშავებას ვერ ასწრებს, რომელიც ამ დროს დიდი ოდენობით გამომუშავდება;
- ვირუსული ჰეპატიტის ან ღვიძლის ციროზის დროს, თუმცა, ამ შემთხვევაში ხელისგულების გარდა, ფეხის ტერფები, სახის ფერიც მოყვითალო ხდება და ამას კიდევ სხვა სიმპტომებიც ერთვის.
- ჰიპოთირეოზის დროს, როცა ენდოკრინული სისტემის მუშაობა ირღვევა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ვლინდება. ეს დაავადება ისეთი ნივთიერებების დეფიციტს იწვევს, რომლებიც ბეტა-კაროტინს ამუშავებენ, შედეგად მისი დაგროვება ხდება ზედმეტი რაოდენობით და კანის ფერიც იცვლება.
- შესაძლოა იყოს მედიკამენტების, ალკოჰოლის ან სხვა მომწამვლელი ნივთიერების ინტოქსიკაციის შედეგი;
- შეიძლება საქმე ცრუ სიყვითლესთან გვქონდეს, როცა სიმპტომები მხოლოდ გარეგანად ვლინდება და რეალურად, შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაზე არავითარი ზემოქმედება არ ხდება. სიყვითლე შესაძლოა ორგანიზმში კაროტინის ჭარბი რაოდენობით დაგროვებამ გამოიწვიოს - ეს მოყვითალო პიგმენტი შედის სტაფილოში, გოგრაში, მანდარინში და ფორთოხალში.
რას გვირჩევენ ექიმები ხელიგულების სიყვითლის დროს, როგორ უნდა მოვიქცეთ?
- უპირველეს ყოვლისა მივმართავთ ექიმ-თერაპევტს და საჭიროებისამებრ უკვე სხვა პროფილის ექიმებს. სიყვითლის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ექიმი დაგინიშნავთ კომპლექსურ გამოკვლევას, რომელშიც შევა რამდენიმე კვლევა. თუ ექიმი საბოლოოდ დაადგენს, რომ ანალიზები მწყობრშია და ორგანულად არავითარი ცვლილებები არ არის, ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია საკვები რაციონიდან ყვითელი და სტაფილოსფერი შეფერილობის ხილ-ბოსტნეულის ამოღება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა