ბლოგი:
ნოემბერი 12, 2012
ავტორი Anika
ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ანიკას ბლოგის მკითხველებთან არაერთხელ მისაუბრია. თუმცა, იმ თემას, რომელზეც დღეს მინდა გესაუბროთ, პირველად ვეხები. დღევანდელ პოსტში ექიმების ის რჩევები მინდა გაგიზიაროთ, რომლებიც ერთი მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების წარმართვაში დაგვეხმარება და მეორეს მხრივ, ძუძუს კიბოს პრევენციისთვის გამოგვადგება.
ამერიკის სიმსივნის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი დაახლოებით 38%-ით ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს.
იცით, ალბათ, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრი გარემო ფაქტორი ზრდის სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ალბათობას. გენების მუტაცია, ასაკი და უბრალოდ ის, რომ ქალი ხარ - ეს ის რისკებია, რომელსაც ვერ შეცვლით. თუმცა, ექიმებს აქვთ გარკვეული რჩევები, რომლებიც სიმსივნისგან თავის დასაცავად ძალიან სასარგებლოა.
ექიმები ამტკიცებენ, რომ კვირაში 10-15 საათი ვარჯიში 30 პროცენტით ამცირებს კიბოს რისკს. ექიმები ასევე გვირჩევენ, რომ დღეში მინიმუმ ნახევარი საათი დავუთმოთ ფეხით სიარულს.
ძალიან მნიშვნელოვანია წონის შენარჩუნება და ჭარბწონიანობისთვის თავის არიდება. მენოპაუზის შემდეგ წონაში მომატება თითქმის 60 პროცენტამდე ზრდის ძუძუს კიბოს რისკს. ამიტომაც, ჯანსაღი კვება და ზომიერების დაცვა იდეალური არჩევანია.
ჯერჯერობით არც ერთი საკვები არაა მიჩნეული სიმსივნის პრევენციის საუკეთესო საშუალებად, მაგრად ექიმები გვირჩევენ, რაციონის ორი მესამედი მცენარეული საკვებისგან შედგებოდეს. ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული და ბურღულეული რაციონის საუკეთესო ალტერნატივებია. საკვების ერთი მესამედი სასურველია შედგებოდეს ცხოველური ცილებისგან. ძალიან სასარგებლო ყოფილა მწვანე ჩაიც. რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს, მიიღეთ იგი მცირე დოზით. სტატისტიკაზე დაყრდნობით, ექიმები ამტკიცებენ, რომ მძიმე ალკოჰოლური სასმელების რეგულარული მიღება 50% -ით ზრდის ძუძუს კიბოს რისკს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ძუძუთი კვება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, სიმსივნისგან თავის დასაცვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან იგი ამცირებს ესტროგენის გამოყოფას, რომელიც ძუძუს კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
იმ შემთხვევაში, თუ მენოპაუზის სიმტომების შესამსუბუქებლად აუცილებელია ჰორმონების მიღება, ეცადეთ მიიღოთ იგი ძალიან მცირე დოზით.
და ბოლოს, არ მინდა გამომრჩეს, რომ ბოლო კვლევებმა, რომლებიც თაგვებზე ჩატარდა აჩვენა, რომ ნიგვზით წახემსება საგრძნობლად ამცირებს სიმსივნის რისკს. ექიმები ასევე გვირჩევენ მუდმივად შევიმოწმოთ ორგანიზმში დე ვიტამინის დონე, რადგან მისი ნაკლებობა კიბოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია.
ასე, რომ შეეცადეთ გაითვალისწინოთ ექიმების ეს სასარგებლო რჩევები და შეძლებისდაგვარად ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყევით.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა