We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რჩევები მიმზიდველი თვალის მაკიაჟისთვის

_from blog_:
_November_ 26, 2012
_by_ Anika
თქვენი არ ვიცი, მე კი ყოველთვის ცნობისმოყვარეობით ვეცნობი მაკიაჟის ტექნიკასთან დაკავშირებულ სიახლეებს თუ რჩევებს. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა ამ რჩევებს გამოცდილი და პრესტიჟული კოსმეტიკური ბრენდების ექსპერტები იძლევიან.



დღევანდელ პოსტში Lancôme-ის ვიზაჟისტების რეკომენდაციებს გაგაცნობთ, სადაც ისინი მეტყველი და მიმზიდველი გამოხედვის შექმნის მსურველებს თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. მათი მტკიცებით (ძნელია არ დაეთანხმო), ასეთი ეფექტისთვის კარგი წამწამების ტუში გადამწყვეტი ელემენტია. Lancôme-ის ახალი ტუში Hypnôse Star უნიკალური ფუნჯით გამოირჩევა, რომელიც ბრტყელი და გრძელი ზედაპირებისგან შედგება: ფუნჯის ბრტყელი ნაწილები ტუშის საკმარის რაოდენობას ისრუტავენ და წამწამებს შეფერილობას ანიჭებენ, გრძელი ნაწილები კი კარგად ანაწევრებენ წამწამებს ერთმანეთისგან და სიგრძეს მატებენ.





















ვიწყებთ თვალის შავი ფანქრით: თვალის ზედა ნაწილზე შიგნიდან გარეთა მიმართულებით თხლად გავავლოთ ხაზი, შემდეგ თვალის ქვედა ნაწილზე გარედან შიდა მიმართულებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში ბოლომდე არ მიგვყავს ხაზი და სადღაც თვალის შუაში ვაჩერებთ. არ იდარდოთ, თუ ხაზი იდეალური არ გამოვა - აპლიკატორი მსუბუქად გადაატარეთ გავლებულ ხაზებზე (რასაც “რასტუშოვკას” უწოდებენ) და შემდეგ წვრილი ფუნჯით ფანქრის ხაზებზე Ombre Hypnôse, S110-ის ჩრდილი გადაისვით.













Liner Plume თვალის ლაინერით კლასიკური ხაზი გაისვით და თვალის გარეთა კუთხეში ოდნავ ისარივით ასწიეთ ხაზი. ლაინერის ხაზი წამწამებთან შეძლებისდაგვარად ახლოს უნდა იყოს გავლებული.















თვალის ჩრდილების ნაკრების Ombre Hypnôse, M203 პატარა აპლიკატორი თერმულ წყალში დაასველეთ. თვალის ზედა ქუთუთოზე ლაინერით სქელი ხაზი გაავლეთ - ეს ამ სეზონის მოდური ტენდენცია. ნელ-ნელა დაამატეთ თვალის ჩრდილება, სანამ ინტენსიურ, გამოკვეთილ ფერს არ მიიღებთ. ბოლოს, წარბები Hypnôse Brow Shaper-ის უფერული გელით დაიფიქსირეთ და მზად ხართ!

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





_OTHER BLOGPOSTS_