We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რევოლუციური პროდუქტი Kerastase-გან

_from blog_:
_December_ 25, 2012
_by_ Anika
ის თმის მოვლის პრემიალური ხაზის Kerastase-ის შესახებ, მგონი, ყველამ ვიცით. ალბათ, ერთჯერადად მაინც გვექნება რამე პროდუქტი ან რომელიმე პროცედურა გამოცდილი. დღეს კერასტაზის ახალ პროდუქტზე მინდა მოიყვეთ - შრატზე, რომელიც ახალ დაპირებებს იძლევა და რომელიც გაყიდვაში 2013 წლის იანვრიდან გამოვა.

ახალი შრატი Initiliste ბუნებრივი მცენარეული ღეროვანი უჯრედების საფუძველზე არის შექმნილი. მათი მთავარი დანიშნულება და ფუნქცია თმის ზრდის წყაროზე ზემოქმედებაა, რის შედეგადაც თმა საგრძნობლად ძლიერი, მბზინავი და ლამაზი იზრდება.

ვისაც ღეროვანი უჯრედების შესახებ აქამდე არ გსმენიათ, გეტყვით, რომ ისინი სიცოცხლის ერთგვარ პირველწყაროს წარმოადგენენ. მათი საუკეთესო თვისება არის რეგენერაციის ანუ აღდგენის ძალიან მაღალი უნარი. ამ უჯრედებს, რეალურად, მავნე ზემოქმედების დროს შეუძლიათ უსასრულოდ დანაწევრდნენ, იმისათვის რომ რეგენერაციას შეუწყონ ხელი. 24 წლიანი კვლევების და 10 პუბლიკაციის შემდეგ, ლორეალის უახლესი მეცნიერული კვლევების ლაბორატორიამ ღეროვანი უჯრედების ორი წყაროს არსებობა აღმოაჩინა, თმის ფოლეკულის დონეზე. მოკლედ, ხვდებით ალბათ, რომ ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა თმის კვლევის სფეროში: ღეროვან უჯრედებს ხომ კანზე არანაკლები გავლენა აქვთ თმაზეც?!



ახალ ფორმულას ლორეალმა Initialiste უწოდა. მასში შემავალი კომპლექსი ღეროვან უჯრედებს და მის მიკროგარემოს იცავს და თმის ხარისხს აუმჯობესებს მათი ჩასახვის მომენტიდან. ამას კი ოთხი კომპონენტის ხარჯზე ახერხებს: მცენარეული ღეროვანი უჯრედების დახმარებით, რომლებიც Malus Domestica-ს ჯიშის ბაღის ვაშლისგან მიიღება; ანტიოქსიდანტური პოლიფენოლების მეშვეობით, რომლებიც ღეროვანი უჯრედების გარემოს გარეშე აგრესიული ფაქტორებისგან იცავს (დაბიძურება, ულტრაიისფერი სხივები); გლუკო-ლიპიდების კომპონენტის წყალობით, რომელიც ღეროვანი უჯრედების უპირეველეს რეზერვუარამდე აღწევს და მათ შიდა ფოლიკულურ ტომარას აძლიერებს; და ახალი თაობის კერამიდების დახმარებით, რომლებიც თმების მდგრადობას ამაღლებს და მათ შიგნიდან აძლიერებს.

Kerastase Initialiste-ის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ ამ შრატის 10 წასმის შემდეგ (ერთი თვის განმავლობაში), თმა გაცილებით ძლიერი ხდება, მისი ხარისხი კი საგრძნობლად უმჯობესდება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_