We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რისთვის გვესაჭიროება სავარჯიშო რეზინები

_from blog_:
_June_ 15, 2019
_by_ Anika
ანიკას ბლოგის მკითხველებიდან უმეტესობას გექნებათ გამოცდილი ამა თუ იმ ტიპის ტრენაჟორი და ალბათ, ფავორიტი ტრენაჟორიც გექნებათ: ზოგს სარბენი ბილიკი, ზოგს თხილამურები, ზოგს ველოსიპედი, ზოგიც ნავის და ნიჩბების მსგავსი სავარჯიშო მოწყობილობის მოყვარულია. თუმცა, სავარაუდოდ, ცოტა თქვენგანს თუ ექნება გამოცდილი ფიტნეს-რეზინებით ვარჯიში: რეზინები, რომლებიც დასავლეთში "გამძლეობის რეზინებითაა" ცნობილი, რეალურად არაჩვეულებრივი მიგნებაა, ვინაიდან მათ კონკრეტული ვარჯიშის გართულება ან პირიქით, გამარტივება შეუძლიათ; გამოიყენება როგორც სხეულის ზედა, ასევე ქვედა ზონებისთვის; გამოსადეგია ძალოვანი და აერობული ვარჯიშების დროს და მისი საკმაოდ ფართო არჩევანი არსებობს.

სპორტულ მაღაზიაში შესულს ფერად-ფერადი რეზინების დანახვამ არ დაგაბნიოთ: როგორც წესი, ფერს თავისი დატვირთვა აქვს და რაც უფრო მუქი შეფერილობისაა რეზინი, მით უფრო მეტ სიძლიერესთან გვაქვს საქმე. აი, მაგალითისთვის, ყვითელი და სტაფილოსფერები, როგორც წესი, ყველაზე სუსტი დატვირთვით გამოირჩევა, წითელი და ლურჯი - საშუალო, ხოლო მწვანე, იისფერი და შავი კი - ყველაზე ძლიერი.

როგორ ავარჩიოთ ფიტნეს-რეზინი?types-of-resistance-bandsთქვენთვის შესაფერისი რეზინის შესარჩევად მარტივად უნდა გამოცადოთ ის. რეალურად, რეზინმა კონკრეტული მოძრაობის/სავარჯიშოს შესრულება უფრო რთულად დასაძლევი უნდა გახადოს. დამწყებებისთვის, აჯობებს ყველაზე ნაკლები დატვირთვის მქონე რეზინით დაწყება და მისი ეტაპობრივად გაზრდა. თუ კონკრეტული სავარჯიშოს შემთხვევაში 12-15 გამეორების შესრულებას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლებთ, შეგიძლიათ უკვე შემდეგი ეტაპის სიძლიერის ფიტნეს-რეზინზე გადაინაცვლოთ.

რეალურად რა სარგებელი მოაქვს ფიტნეს-რეზინების ვარჯიშს? ამ დროს, თავისუფალი სიმძიმეებისგან განსხვავებით, საკმაოდ გვიწევს გარჯა არამხოლოდ კუნთის შეკუმშვის მოძრაობისას, არამედ ასევე მისი გაშლის/დაგრძელების მოძრაობისასაც. წარმოიდგინეთ მაგალითისთვის, ბიცეპსების სავარჯიშოები ჰანტელებით, როდესაც ჰანტელის მიზიდვისას და მკლავის მოხრისას ბიცეპსის კუნთის შეკუმშვა ხდება, ხოლო გაშლისას კი სრული თავისუფლება გვაქვს და კუნთს რეალურად, კალორიების წვა არ ესაჭიროება.

_OTHER BLOGPOSTS_